ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სირია - გაეროს უშიშროების საბჭოს მთავარი თემა


სირია - გაეროს უშიშროების საბჭოს მთავარი თემა
სირია - გაეროს უშიშროების საბჭოს მთავარი თემა

გაეროს უშიშროების საბჭოს 15 წევრი ქვეყნის ექსპერტთა ჯგუფი სირიის საკითხზე ახალი რეზოლუციის პროექტზე იმსჯელებს. შეხვედრა დღეს გაიართება და უშიშროების საბჭოში რუსეთის მიერ წარდგენილ რეზოლუციის პროექტს შეეხება. დასავლელი დიპლომატების განცხადებით, რეზოლუციის პროექტი გაუგებარია და არ ასახავს ნათლად რუსეთის პოზიციას დასავლეთის მიერ მკაცრი პოლიტიკის მოთხოვნასთან დაკავშირებით. როგორც ცნობილია, რუსეთი სირიის პრეზიდენტის ბაშარ ალ-ასადის სამხედრო მოკავშირედ ითვლება. მოსკოვი მიიჩნევს, რომ უშიშროების საბჭოს რეზოლუციის სამიზნე არა მხოლოდ ასადის მთავრობა, არამედ ოპოზიციური მოძრაობაც უნდა იყოს, რომელიც ასადის 11 წლიანი მმართველობის დასრულებას ითხოვს. დასავლეთის ლიდერები გაეროს უშიშროების საბჭოში ცდილობენ ისეთი რეზოლუციის მიღებას, რომელიც ასადის მთავრობის ძალადობას დაგობს, თუმცა რუსეთი და ჩინეთი ამ გადაწყვეტილებას ბლოკავენ. სირიაში ასადის რეჟიმის წინააღმდეგ ამბოხება უკვე 10 თვეა გრძელდება.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG