ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სირიაში ძალადობა არ წყდება


სირიაში ძალადობა არ წყდება

პრეზიდენტმა ობამამ დაადასტურა ვაშინგტონის ნება, დასავლეთისა და არაბული ლიგის წარმომადგენელებს სირიაში ძალადობის შეწყვეტის შესახებ ესაუბროს.

ადამიანის უფლებათა დაცვის აქტივისტთა განცხადებით, სირიის ხელისუფლების სამხედრო ძალების მიერ ქალაქ ჰომსზე მიტანილი იერიშის შედეგად, სულ ცოტა 60 ადამიანია დაღუპული.

სირიის აჯანყებულთა ქალაქი ჰომსი მეექვსე დღეა ასადის რეჟიმის საარტილერიო თავდასხმების ქვეშ იმყოფება. მოსახლეობას არ მიეწოდება ელექტროენერგია და წყალი, უმეტესობა მათგანი სურსათის გარეშეა დარჩენილი. საარტილერიო შეტევები ჰომსზე გასულ შაბათს დაიწყო და დღემდე ასობით ადამიანი დაიღუპა.

აქტივისტების განცხადებით, შეტევები დღითიდღე ძლიერდება და ასადის რეჟიმთან 11 თვიანი დაპირსპირების განმავლობაში, დაღუპულთა ყველაზე დიდი რაოდენობით გამოირჩევა.

აშშ-ს პრეზდიენტმა დაგმო სირიაში მიმდინარე სისხლიანი დაპირისპირება და სირიის მთავრობას საკუთარი ხალხის წინააღმდეგ მიმართული სამხედრო ოპერაციების შეწყვეტისკენ მოუწოდა.

პრეზიდენტმა ობამამ ასევე დაადასტურა ვაშინგტონის ნება, დასავლეთისა და არაბული ლიგის წარმომადგენელებს სირიაში ძალადობის შეწყვეტის შესახებ ესაუბროს.

შეგახსენებთ, რომ გასულ შაბათს რუსეთმა და ჩინეთმა სირიის შიდა პრობლემებში ჩარევასთან დაკავშირებით, გაეროს რეზოლუციას ხელმეორედ ვეტო დაადეს. ამიტომაც კვირას ქაიროში არაბული ლიგისა და დასავლეთის წარმომადგენლები კვლავ იკრიბებიან, რათა შექმნილი კრიზისიდან გამოსავალი ახალი გზები მოიძიონ.

XS
SM
MD
LG