ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩვენს შესახებ

„ამერიკის ხმა“ შეერთებული შტატების ყველაზე დიდი საერთაშორისო სამაუწყებლო ორგანიზაციაა. ის მულტიმედიურ პროგრამებს 45 ენაზე ავრცელებს სხვადასხვა აუდიტორიისთვის, რომელსაც თავისუფალ მედიაზე ხელი შეზღუდულად, ან საერთოდ არ მიუწვდება.

დაფუძნების დღიდან, 1942 წლიდან მოყოლებული, „ამერიკის ხმა“ მოვლენების მრავალმხრივი, დამოუკიდებელი მიმოხილვის და აუდიტორიისთვის სიმართლის თქმის ერთგულია. „ამერიკის ხმა“ მთლიანად შეერთებული შტატების გადამხდელების მიერ ფინანსდება და წარმოადგენს „შეერთებული შტატების გლობალური მედიის სააგენტოს“ ნაწილს. „ამერიკის ხმის“ მისია და სარედაქციო დამოუკიდებლობა კანონმდებლობით არის გარანტირებული. „ამერიკის ხმის“ ჟურნალისტებს კანონი იცავს მთავრობის ოფიციალური პირების და პოლიტიკოსების გავლენის, ზეწოლის, ან შურისძიებისგან.

1976 წელს პრეზიდენტმა ჯერალდ რ. ფორდმა ხელი მოაწერა „ამერიკის ხმის“ ქარტიას, რომელიც ამბობს:

1. „ამერიკის ხმა“ ახალი ამბების მუდმივად სანდო და ავტორიტეტული წყარო იქნება. „ამერიკის ხმის“ ახალი ამბები იქნება ზუსტი, ობიექტური და მრავალმხრივი.

2. „ამერიკის ხმა“ წარმოადგენს შეერთებულ შტატებს და არა მხოლოდ ამერიკული საზოგადოების ერთ რომელიმე სეგმენტს. შესაბამისად, ის მნიშვნელოვანი ამერიკული მოვლენების და ინსტიტუტების დაბალანსებულ და მრავალმხრივ წარმოჩენას ემსახურება.

3. „ამერიკის ხმა“ ინფორმაციას ამერიკულ პოლიტიკაზე, გარკვევით და ეფექტურად მიაწვდის. ამ საკითხებზე დისკუსია და აზრთა გაცვლა-გამოცვლაც პასუხისმგებლობით იქნება გაშუქებული.

1994 წელს ამერიკის კონგრესმა დაამტკიცა „შეერთებული შტატების საერთაშორისო მაუწყებლობის აქტი“. ეს კანონი ასევე მოითხოვს, რომ „ამერიკის ხმის“ ჟურნალისტთა ნამუშევარი იყოს ავტორიტეტული, ზუსტი, ობიექტური, მრავალმხრივი, დაბალანსებული და ასახავდეს შეერთებული შტატების კულტურულ და საზოგადოებრივ მრავალფეროვნებას.

2016 წელს კონგრესმა „ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტით“ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ინფორმაციის შეკრების და გავრცელების ფუნქციები კვლავაც დამოუკიდებელი და ობიექტური უნდა იყოს. ყოველდღიურად, „ამერიკის ხმის“ ჟურნალისტები ძალ-ღონეს არ იშურებენ, რომ მთელი მსოფლიოსთვის პრესის თავისუფლების მაგალითად დარჩნენ. „ამერიკის ხმა“ პრესის თავისუფლება მნიშვნელოვანია

XS
SM
MD
LG