ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სირიის ოპოზიცია კვლავ გააქტიურდა


სირიის ოპოზიცია კვლავ გააქტიურდა
სირიის ოპოზიცია კვლავ გააქტიურდა

არაბული ლიგის მისია სირიაში კვირამდე დარჩება, ვიდრე არაბული ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები ქაიროში.

სირიის ოპოზიციამ დღეს მხარდამჭერებს მასშტაბური საპროტესტო დემონსტრაციისკენ მოუწოდა. კვირას ქაიროში, როგორც ცნობილია არაბული სახელმწფოების ლიდერები გადაწყვეტენ, დარჩეს თუ არა მათი სადამკვირვებლო მისია სირიაში. დემონსტრანტები სირიის ხელისუფლებას თხოვენ - დაიცვას არაბულ ლიგასთან მიღწეული შეთანხმების პირობები და დაასრულოს ათ თვიანი რეპრესიები საყოველთაო გამოსვლების წინააღმდეგ.

არაბული ლიგის მისია სირიაში კვირამდე დარჩება, ვიდრე არაბული ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები ქაიროში განიხილავენ ლიგის სადამკვირვებლო მისიის სუდანელი მეთაურის ანგარიშს სირიაში არსებული მდგომარეობის შესახებ. უფლებადამცველი ორგანიზაცია „ჰუმან რაითს ვოჩი“ არაბულ ლიგას მოუწდებს ანგარიში საჯაროდ ხელმისაწვდომი გახადოს. ჯგუფისვე მონაცემებით, სირიის მთავრობა უცხოელი დამკვირვებლების საქმიანობაზე ზეწოლას ახდენდა.

XS
SM
MD
LG