ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ობამას ადმინისტრაცია არაბულ ერთა ლიგას უერთდება


ობამას ადმინისტრაცია არაბულ ერთა ლიგას უერთდება

ობამას ადმინისტრაცია აცხადებს, რომ ამერიკა არ არის დაინტერესებული კონფლიქტის მილიტარიზაციაში.

ობამას ადმინისტრაცია არაბულ ერთა ლიგას უერთდება სირიაში გაეროს ოპერაციის ჩატარების მოთხოვნაში. დასავლეთისა და სპარსეთის ყურის ქვეყნები სირის პრეზიდენტ ბაშარ ალ ასადს გადადგომას სთხოვენ.

სირიაში სპარსეთის ყურის ქვეყნების სადამკვირვებლო მისიამ ერთთვიანი მანდატი ამოწურა ქვეყნიდან გასვლისთვის ემზადება. სირიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვალიდ ალ მუალემმა ლიგა დაადამაშაულა, რომ მისი წევრები ნიადაგს ამზადებდნენ უცხო ქვეყნის ჯარის სირიაში შესაყვანად. მან ასევე განაცხადა, რომ მიუღებელია ის, რომ არაბული ლიგა უკვე რამდენიმე ხანია ასადის გადადგომას ითხოვს:

„არაბული ლიგის მიერ შემოთავაზებული პირობები სირიაში ვითარებას ნამდვილად ვერ დაარეგულირებს.“

ობამას ადმინისტრაცია აცხადებს, რომ ამერიკა არ არის დაინტერესებული კონფლიქტის მილიტარიზაციაში. თუმცა, პრეზიდენტმა ობამამ კონგრესისთვის გაკეთებულ ყოველწლიურ მიმართვაში განაცხადა, რომ სირიის პრეზიდენტი ბაშარ ალ ასადის გადადგომის დრო მოვიდა. მისი თქმით, ეს ხალხის მოთხოვნაა ისე, როგორც ხალხმა დიქტატორული რეჟიმები დაამხო ლიბიასა და ეგვიპტეში:

„დარწმუნებული ვარ, რომ ასადის რეჟიმი მალე გაათვითცნობიერებს, რომ ცვლილებების ტალღის გაჩერება შეუძლებელია.“

ამერიკის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა დიპლომატმა მაიკლ პოზნერმა ხუთშაბათს ქაიროში ვიზიტისას განაცხადა, რომ ამერიკა იმედს იტოვებს, რომ გაერთიანებული ერების ორგანიზაცია და არაბული ლიგა სირიაში მდგომარეობის გამოსწორებაში აქტიურ როლს ითამაშებენ:

„ჩვენ სიმოვნებით ვითანამშრომლებთ მათთან და და იმედს ვიტოვებთ, რომ გაეროს უშიშროების საბჭო მალე განიხილავს სირიასთან დაკავშირებუ ყველა საჭირო საკითხს.“

სტივ ჰეიდემანი ამერიკის მშვიდობის ინსტიტუტის ახლო აღმოსავლეთის უფროსი მკვლევარია. ის ამბობს, რომ არაბულ ლიგაში სირიასთან დაკავშირებით დღემდე არსებული კონსესუსი შეიძლება დაიშალოს, რაც შეერთებულ შტატებს ისევ გაურკვევლობასი დატოვებს.

„ეს ძალიან საინტერესო საკითხია და შეერთებული შტატებისთვის უაღრესად დიდი მნიშვნელობა აქვს. ამერიკა არაბულ ლიგაზე დიდ იმედებს ამყარებდა სირიასთან დაკავშირებით. არაბული ლიგის საქმიანობის გამო, ამერიკას გარკვეული საფარი ჰქონდა ასადის წინააღმდეგ აგრესიული ნაბიჯების გადადგმის დროს. რომ არა არაბული ლიგა, ასადის რეჟიმის წინააღმდეგ გადადგმული ნებისმიერი ნაბიჯი ან განცხადება, ჩაითვლებოდა, როგორც ამერიკის ან დასავლეთის უხეში ჩარევა სირიის საშინაო საქმეებში.“

თუ არაბული ლიგა სირიაში აქტიურობას შეამცირებს და საქმე გაეროს მხრიდან ნაბიჯის გადადგმაზე მიდგება, უშიშროების საბჭოში ვითარება შესაძლოა არც ისე მეგობრული იყოს დასავლეთის ქვეყნებისთვის. რუსეთმა უკვე არაერთხელ განაცხადა, რომ მხარს არ დაუჭერს უშიშროების საბჭოს რეზოლუციას, რომელიც სირიის წინააღმდეგ ნებისმიერი სახის სამხედრო ოპერაციის განხორციელებას დაისახავს მიზნად.

ამერიკის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ რუსმა და ამერიკელმა დიპლომატებმა მოსკოვში გამართულ მოლაპარაკებებზე პროგრესს განსხვავებების გადაჭრის მიმართულებით. მხარეებმა იმაზე ისაუბრეს, თუ რა სახით უნდა ჩაერთოს საერთაშორისო საზოგადოება სირიაში ვითარების ნორმალიზებისთვის. ამ ეტაპზე გაეროში სირიის საკითხის განხილვა ძირითადად იმაზეა დამოკიდებული, თუ რამდენად შეძლებს დასავლეთი რუსეთისა და ჩინეთის დარწმუნებას იმაში, რომ ასადის რეჟიმის შეცვლით ახლო აღმოსავლეთში პეკინისა და მოსკოვის პოზიცია და გავლენა უცვლელი დარჩება

XS
SM
MD
LG