ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთი და ჩინეთი ვეტოს უფლებას იყენებენ


რუსეთი და ჩინეთი ვეტოს უფლებას იყენებენ

პეკინმა დაგმო სირიის შიდა საკითხებში საერთაშორისო ჩარევის მცდელობა

რუსეთი და ჩინეთი გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციაზე ვეტოს გადაწყვეტილებას ამართლებენ. ვეტო ეწინააღმდეგება არაბული ლიგის გადაწყვეტილებას იმასთან დაკავშირებით, რომ სირიის პრეზიდენტი ბაშარ ალ ასადი პრეზიდენტობიდან გადადგეს.

რუსეთმა გაეროს რეზოლუციის მხარდამჭერები სირიის კრიზისის საკითხში საერთაშორისო დონის შეთანხმების მისაღწევად პოლიტიკური ნების არქონაში დაადანაშაულა. რეზოლუციას უშიშროების საბჭოს თხუთმეტმა წევრმა მხარი დაუჭირა.

მოსკოვი ასევე აცხადებს, რომ სამშაბათს საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი და დაზვერვის სამსახურის უფროსი მიხეილ ფრადკოვი სირიაში პრეზიდენტ ასადის შესახვედრად ჩავლენ. ისინი შეეცდებიან დაარწმუნონ პრეზიდენტი სტაბილიზაციის მიზნით სასწრაფოდ დემოკრატიული რეფორმები გაატაროს.

ჩინეთმაც მხარი დაუჭირა ასადის რეჟიმთან მშვიდობიანი გზით კრიზისის მოგვარების მცდელობას და რეზოლუციას ვეტო დაადო. პეკინმა დაგმო სირიის შიდა საკითხებში საერთაშორისო ჩარევის მცდელობა და აღნიშნა, რომ სირიელ ხალხს თავად აქვს უფლება-ქვეყნის შიდა პრობლემები საკუთარი რესურსების საშუალებით მოაგვაროს.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ბულგარეთში ვიზიტისას აღნიშნა, რომ ამერიკა შეეცდება მსოფლიოს ქვეყნები დაარწმუნოს-შეწყვიტონ სირიისთვის იარაღის მიყიდვა, რაც ასადის ომის მანქანას სავარაუდოდ შეაჩერებს.

XS
SM
MD
LG