ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ-ს და ჩინეთის სავაჭრო ხელშეკრულება


აშშ-ს და ჩინეთის სავაჭრო ხელშეკრულება

ვიცე პრეზიდენტი ში ჯინპინგი აიოვას შტატში იმ ოჯახსაც ესტუმრა, რომელმაც მას 25 წლის წინ სტუდენტობის დროს უმასპინძლა.

ჩინეთის ვიცე პრეზიდენტი ში ჯინპინგი აიოვას შტატში ჩავიდა, სადაც ჩინელ ბიზნესმენებთან ერთად ახალი სავაჭრო ხელშეკრულება გააფორმა.

ჩინეთის სავაჭრო ფედერაციამ ხელი მოაწერა შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც, ჩინელი ბიზნესმენები ამერიკული კომპანიებისგან 4,3 მილიარდი დოლარის საფასურად, 9 მილიონ ტონა სოიოს მარცვალს შეისყიდიან.

ვიცე პრეზიდენტი ში ჯინპინგი აიოვას შტატში იმ ოჯახსაც ესტუმრა, რომელმაც მას 25 წლის წინ სტუდენტობის დროს უმასპინძლა. ოჯახი სიხარულით შეეგება ადამიანს, რომელიც შესაძლოა უახლოეს მომავალში ჩინეთის მომავალი პრეზიდენტი გახდეს.

ჯი შინპინგმა ვაშინგტონში ვიზიტისას დადებითად შეაფასა ამერიკის როლი აზია -წყნარი ოკეანის რეგიონში. მან ასევე დასძინა, რომ მსოფლიოში ორი მძლავრი ეკონომიკის მქონე ქვეყანა ერთმანეთის ინტერესებსა და პრინციპებს თანაბარი პატივისცემით უნდა მოეკიდოს.

XS
SM
MD
LG