ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ლავროვი სირიაში მოლაპარაკებებს მართავს


ლავროვი სირიაში მოლაპარაკებებს მართავს
ლავროვი სირიაში მოლაპარაკებებს მართავს

ვიზიტი გაეროს რეზოლუციაზე რუსეთის და ჩინეთის მიერ ვეტოს დადების შემდეგ განხორციელდა

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა სირიის პრეზიდენტს ბაშარ ალ-ასადს განუცხადა, რომ მოსკოვს არაბი ხალხისთვის „მშვიდობა სურს“. სერგეი ლავროვი დამასკოში რუსეთის საგარეო დაზვერვის შეფთან ერთად ჩაფრინდა.

„გაეროს უშიშროების საბჭოში ზოგიერთი ხმა, მე ვიტყოდი, არც თუ კარგად, ისტერიულად ისმის, რაზეც მახსენდება ანდაზა, რომ ვინც ბრაზობს ის იშვიათად არის მართალი.“- განაცხადა ლავროვმა.

მისი ვიზიტი გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციაზე რუსეთის და ჩინეთის ვეტოს დადების შემდეგ განხორციელდა. ჩინეთის ხელისუფლებამ დღეს გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ პეკინს დამასკოში წარმატებული მოლაპარაკების იმედი აქვს. პეკინი ასევე მზად არის, რომ რეგიონში საკუთარი წარმომადგენლები გაგზავნოს, რათა კრიზისის გადაჭრაში თავისი წვლილი შეიტანოს.

სირიელი აქტივისტების განცხადებით სამთავრობო ძალებმა დღეს ქალაქ ჰომსის დაბომბვა განაახლეს. ოფიციალური დამასკო კი ძალადობის ესკალაციაში შეიარაღებულ ტერორისტებს ადანაშაულებს.

XS
SM
MD
LG