ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მონიტორინგის ჯგუფი სირიაში თებერვლის ბოლომდე რჩება


მონიტორინგის ჯგუფი სირიაში თებერვლის ბოლომდე რჩება

არაბული ლიგა აცხადებს, რომ მონიტორინგის ჯგუფის სპარსეთის ყურიდან გამოყვანა არ შეუშლის ხელს მისიის მუშაობას სირიაში, რადგან გაეროში საფრანგეთის, გერმანიისა და ბრიტანეთის შეთანხმებიტ ბაშარ ალ-ასადის წინააღმდეგ ერთობლივი ძალისხმევა ხორციელდება.

არაბული ლიგის განცხადებით, ახალი სადამკვირვებლო ჯგუფი სპარსეთის ყურის თანამშრომლობის საბჭოს იმ 55 მონიტორს ჩაენაცვლება, რომლებმაც გასულ კვირას სირიაში სისხლისღვრის და ძალმომრეობის ფაქტები დაადასტურეს.

სირიაში ასოცამდე დამკვირვებელი 23 თებერვლამდე რჩება, რათა ლიგის გეგმის ფარგლებში მუშაობა განაგრძონ.

არაბული ქვეყნების ლიგის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ეს გეგმა კვირას შეიმუშავეს.

XS
SM
MD
LG