ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სირიაში ძალადობამ პიკს მიაღწია


სირიაში ძალადობამ პიკს მიაღწია

არაბული ლიგის გენერალური მდივანი სირიის მთავრობას მშვიდობიან მოსახლეობაზე გაზრდილი ძალადობის გამო ადანაშაულებს.

სირიის ოპოზიციის ინფორმაციით, სირიის მთავრობის სამხედრო ნაწილები დამასკოს რამდენიმე გარეუბანში შევიდნენ. სამხედროებმა ოპოზიციის აქტივისტებს კფარ ბათნასა და გიუტას გარეუბანში ცეცხლი გაუხსნეს. შედეგად ოთხი მოქალაქე გარდაიცვალა.

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ვიქტორია ნულანმდმა განაცხადა, რომ:

„შეერთებული შტატები რუსეთთან თანამშრომლობის გაგრძელების სურვილს გამოხატავს იმის თაობაზე რომ, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უსაფრთხოების საბჭოს მიერ სირიის პრეზიდენტის ბაშარ-ალ-ასადის სახელზე გაგაზვნილი გაფრთხილება ძალადობის შეწყვეტის თაობაზე საბჭოს წევრების ერთიან პოზიციის ამსახველი იყოს."

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა - სერგეი ლავროვმა უარყოფითად შეაფასა არაბული ლიგის გადაწყვეტილება სირიაში დამკვირვებელთა მისიის სამიანობის შეწყვეტის თაობაზე. გადაწყვეტილბის მიღება, ბოლო დროს, სირიაში გაზრდილმა ძალადობამ განაპირობა, რომელმაც ქვეყანაში 36 ადამინი იმსხვერპლა.

ბატონმა ლავროვმა ასევე აღნიშნა რომ, იგი არათუ შეაჩერებდა დამკირვებელთა მისიის საქმიანობას, არამედ მათ რაოდენობას გაზრდიდა სირიაში.

არაბული ლიგის გენერალური მდივნის ნაბილ ელარაბის განცხადებით, ორგანიზაციამ დამკვირვებელთა სირიიდან გამოყვანა, ლიგის საგარეო საქმეთა მინისტრებთან განხილვის შემდეგ გადაწყვიტა.

არაბული ლიგის გენერალური მდივანი სირიის მთავრობას მშვიდობიან მოსახლეობაზე გაზრდილი ძალადობის გამო ადანაშაულებს.

XS
SM
MD
LG