ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ობამას ადმინისტრაცია გაეროს აქტიური ქმედებებისკენ მოუწოდებს


ობამას ადმინისტრაცია გაეროს აქტიური ქმედებებისკენ მოუწოდებს
ობამას ადმინისტრაცია გაეროს აქტიური ქმედებებისკენ მოუწოდებს

ობამას ადმინისტრაცია აცხადებს, რომ გაეროს უშიშროების საბჭო აუცილებლად უნდა ჩაერიოს სირიაში მიმდინარე მოვლენებში იქ ძალადობის ესკალაციის გამო. ბაშარ ალ ასადის მისამართით გაეროს მიერ გაკეთებულ გზავნილში უნდა აღინიშნოს, რომ 10 თვიანი ამბოხის ძალადობრივი ჩახშობა სირიის მთავრობის მხრიდან, გლობალურ უსაფრთხოებასა და მშვიდობას საფრთხეს უქმნის.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ორშაბათს გაკეთებულ განცხადებაში დასძინა, რომ ვაშინგტონი მკაცრად გმობს სირიის ქმედებებს, რომელსაც ასობით მშვიდობიანი მოსახლის დაღუპვა მოჰყვა. როგორც ქალბატონმა კლინტონმა განაცხადა, ის სამშაბათსაა დაგეგმილ გაეროს უშიშროების საბჭოს სესიაზე დასწრებას გეგმავს, სადაც მხარს დაუჭერს არაბული ლიგის წინადადებას ასადის გადადგომის შესახებ, როგორც ერთადერთ გამოსავალს ამ კონფლიქტის მოგვარებისა.

XS
SM
MD
LG