ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სირიაში სადამკვირვებლო მისია შეჩერებულია


სირიაში სადამკვირვებლო მისია შეჩერებულია
სირიაში სადამკვირვებლო მისია შეჩერებულია

ოპოზიციის აქტივისტების განცხადებით, სამთავრობო ძალებმმა პარასკევს 37 ადამიანი მოკლეს.

არაბული ლიგის განცხადებით, სირიაში სადამკვირვებლო მისია შეჩერებულია, ვიდრე ქვეყანაში ძალადობა არ შეწყდება. თუმცა, ლიგის ოფიციალური პირების განცხადებით, დამკვირვებლები სირიაში მომდევნო ცნობის მიღებამდე დარჩებიან. სადამკვირვებლო

მისია სირიაში გასულ თვეს გაიგზავნა და მათ ხელისუფლების მხრიდან განხორციელებული ძალადობის მონიტორინგი დაევალათ. ამავე დროს, არაბულმა ლიგამ სირიის პრეზიდენტს ბაშარ ალ-ასადს წარუდგინა გეგმა, რომლის თანახმადაც, ძალაუფლება სირიის ვიცე-პრეზიდენტს გადაცემოდა და არჩევნების ჩასატარებლად დროებითი ეროვნული თანხმობის მთავრობა შეიქმნებოდა.

თუმცა, ქვეყანაში ძალადობა გრძელდება. ბოლო დღეეებში სირიაში 70 ადამიანი დაიღუპა. ოპოზიციის აქტივისტების განცხადებით სამთავრობო ძალებმმა პარასკევს 37 ადამიანი მოკლეს.

XS
SM
MD
LG