ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთი გაეროს რეზოლუციაში ცვლილებებს ითხოვს


რუსეთი გაეროს რეზოლუციაში ცვლილებებს ითხოვს
რუსეთი გაეროს რეზოლუციაში ცვლილებებს ითხოვს

როგორც სირიის ოპოზიციის აქტივისტები იუწყებიან, ქალაქ ჰომსში სამთავრობო ძალებმა 200 ადამიანი მოკლეს.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა გაეროს უშიშროების საბჭოში წარდგენილი რეზოლუციის პროექტი გააკრიტიკა. როგორც ცნობილია რეზოლუციის პროექტი დასავლეთის ქვეყნების მიერ არის შემუშავებული.

ლავროვმა რეზოლუციაში ორი დამატების შეტანა მოითხოვა. მისი თქმით, საერთაშორისო თანამეგობრობა ერთნაირად უნდა მიუდგეს, როგორც სირიის ხელისუფლებას ასევე ოპოზიციას, რათა ხელი არ შეუწყოს სირიაში სამოქალაქო ომის დაწყებას.

ასევე მისი მოთხოვნით, რეზოლუციამ უნდა აღკვეთოს ნებისმიერი საგარეო ინტერვენციის შესაძლებლობა. ლავროვმა ეს განცხადება მოსკოვის აეროპორტში, გერმანიაში გამგზავრების წინ გააკეთა. ამავდროულად სირიაში დაპირისპირება გრძელდება. როგორც სირიის ოპოზიციის აქტივისტები იუწყებიან, ქალაქ ჰომსში სამთავრობო ძალებმა 200 ადამიანი მოკლეს.

XS
SM
MD
LG