ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსი მოქალაქეების თქმით, ისინი მზად არიან საარჩევნო უბნებზე მთელი ღამე დარჩნენ, რათა რუსეთის მომავალ თაობას დემოკრატიული და გამჭვირვალე გზით არჩეული პრეზიდენტი ჰყავდეს.

რუსეთში მიმდინარე არჩევნების ფონზე ექსპერტები ვარაუდობენ, რომ კრემლის ახალი ბინადარი მესამე ვადით ვლადიმირ პუტინი გახდება.

საპრეზიდენტო არჩევნებს ეგზიტპოლების 200, 000 მოხალისე აკვირდება. მეთვალყურეობის სურვილი დამატებით, კიდევ 600 ათასმა ინტერნეტ მომხმარებელმა გამოთქვა. მოქალაქეების მიზანია საარჩევნო უბნებზე გაყალბების ფაქტები დააფიქსირონ, რათა გასული წლის 4 დეკემბრის საპარლამენტო არჩევნების გამოცდილება არ განმეორდეს.

რუსი მოქალაქეების თქმით, ისინი მზად არიან საარჩევნო უბნებზე მთელი ღამე დარჩნენ, რათა რუსეთის მომავალ თაობას დემოკრატიული და გამჭვირვალე გზით არჩეული პრეზიდენტი ჰყავდეს.

რუსეთში საარჩევნო უბნებზე მიხაილ პროხოროვის მხარდამჭერებმაც დააფიქსირეს საკუთარი არჩევანი.

ერთერთი მოქალაქის თქმით, მას მოსწონს პუტინი, თუმცა ამჟამად ურჩევნია ქვეყნის სათავეში გამოცდილების მქონე ახლაგაზრდა წარმატებული ბიზნესმენი მოვიდეს, ვინც მცირე ბიზნესის განვითარებას შეუწყობს ხელს.

თუ ვლადიმირ პუტინი რუსეთის პრეზდენტი გახდება, მას ექვსი წლის შემედეგაც შეეძლება საპრეზიდენტო არჩვენებში მონაწილეობა მიიღოს, რომელშიც გამარჯვების შემთხვევაშიც, მეოთხეჯერ გახდება რუსეთის პრეზიდენტი.

XS
SM
MD
LG