ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

არაბული ლიგა ანგარიშს ამზადებს


არაბული ლიგა ანგარიშს ამზადებს

არაბული ლიგის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები, ანგარიშის განსახილველად კვირას დამკვირვებელთა ჯგუგს შეხვდებიან.

არაბული ლიგის ქვეყნების მონიტორთა ჯგუფი სირიაში მიმდინარე ვითარების შესახებ ანგარიშის მომზადებას იწყებს. მონიტორთა მისიის მუშაობის მანდატი, სირიაში დღეს იწურება.

არაბული ლიგის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები, ანგარიშის განსახილველად, კვირას დამკვირვებელთა ჯგუგს შეხვდებიან.

სირიის ადამიანთა უფლებათა დამცველი ჯგუფები კრიტიკულად აფასებენ მონიტორთა საქმიანობას. მათი განცხადებით, სირიის პრეზიდენტმა ბაშარ-ალ-ასადმა მოატყუა მონიტორები და 26 დეკემბრიდან, მას შემდეგ, რაც ისინი ქვეყანაში დამკვირვებლის სტატუსით შევიდნენ, ხელისუფლების მხრიდან მოსახლეობაზე თავდასხმა კიდევ უფრო გაძლიერდა.

XS
SM
MD
LG