ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სირიის რეჟიმი მშვიდობიან მოსახლეობაზე აგრძელებს თავდასხმას


სირიის რეჟიმი მშვიდობიან მოსახლეობაზე აგრძელებს თავდასხმას

სირიის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, პრეზიდენტმა ბაშარ-ალ ასადმა 26 თებერვალი ეროვნული რეფერენდუმის ჩატარების დღედ გამოაცხადა.

რეფერენდუმის ჩატარების პირობა ასადმა იანვარში გაკეთებული გამოსვლისას გაახმოვანა და განაცხადა, რომ ახალი კონსტიტუცია მრავალპარტიულ სისტემაზე იქნებოდა დამყარებული.

სირიის მთავრობამ შარშან მიღებული კანონმდებლობის ბაზაზე დაუშვა მართველი ბაათის პარტიის გარდა სხვა პოლიტიკური პარტიების შექმნის შესაძლებლობა. შეგახსენებთ, რომ ბაათისტები სირიაში ხელისუფლებაში 1963 წელს მოვიდნენ.

ამ ფონზე, უფლებადამცველების განცხადებით, სირიის სამთავრობო ჯარებმა დღეს ქალაქ ჰამაზე იერიში მიიტანეს. აქტივისტების ინფორმაციით, საჯარისო ნაწილებმა შტურმით აიღეს ქალაქის საცხოვრებელი უბნები.

XS
SM
MD
LG