ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკამ შესაძლოა სირიაში საელჩო დახუროს


ამერიკამ შესაძლოა სირიაში საელჩო დახუროს
ამერიკამ შესაძლოა სირიაში საელჩო დახუროს

სახელმწიფო დეპარტამენტმა განცხადება პარასკევს გამოაქვეყნა, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ არის მიღებული.

შეერთებული შტატების მთავრობის განცხადებით, სახელმწიფო დეპარტამენტი სირიაში ამერიკის საელჩოს დაკეტვის შესაძლებლობას განიხილავს. ამის მიზეზად დამასკოში უსაფრთხოების მხრივ ვითარების გაუარესება სახელდება.

სახელმწიფო დეპარტამენტმა განცხადება პარასკევს გამოაქვეყნა, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ არის მიღებული. ამერიკის ადმინისტრაციამ სირიის მთავრობას მოთხოვნა გაუგზავნა, რომ საელჩოს დასაცავად უსაფრთხოების კონკრეტული ზომები იქნას მიღებული.

თეთრმა სახლმა სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ ასადს კიდევ ერთხელ მოუწოდა დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ანტი-სამთავრობო დემონსტრაციების წინააღმდეგ ძალის გამოყენება და გადადგეს. მიმართვაში ასევე ნათქვამია, რომ ასადის რეჟიმის დასასრული გარდაუვალია. თეთრი სახლის წარმომადგენელმა, ჯეი კარნიმ განაცხადა, რომ ასადის გავლენა და ძალაუფლება დღითიდღე სუსტდება.

XS
SM
MD
LG