ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რეზოლუციის აღნიშნული პროექტი სამხედრო ინტერვენციას არ გამორიცხავს.

რუსეთის განცხადებით, მხარს ვერ დაუჭერს გაეროს რეზოლუციის ახლანდელ ვარიანტს სირიის საკითხში, რამეთუ ის მხედველობაში არ იღებს მოსკოვის პოზიციებს და შეხედულებებს სირიაში მიმდინარე პროცესების დასასრულებლად.

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გენადი გატილოვის განცხადებებით, იტარ ტასის საინფორმაციო სააგენტომ მოახდინა. საგარეო სამინისტროს მაღალჩინოსამა აღნიშნა, რომ მოსკოვი შეშფოთებას ვერ მალავს იმასთან დაკავშირებით რომ რეზოლუციის აღნიშნული პროექტი სამხედრო ინტერვენციას არ გამორიცხავს. გატილოვმა დოკუმენტის ეს პროექტი გააკრიტიკა იმისთვსაიც, რომ სირიის წინააღმდეგ ნახსენებია ეკონომიკური სანქციები, რომლებიც არაბულმა ლიგამ ცოტა ხნის წინ შეიმუშავა.

დღეს, მოგვიანებით გაეროს უშიშროების საბვჭო ამ რეზოლუციის პროექტს განიხილავს. დოკუმენტი არაბული ლიგის გეგმას უჭერს მხარს, სადაც პრეზიდენტ ბაშარს თხოვენ ძალაუფლება მოადგილეს გადასცეს და ეროვნული ერთობის მთავრობის შექმნით არჩევნებისთვის მოამზადოს ნიადაგი.

XS
SM
MD
LG