ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სირიაში მივლენილ დამკვირვებელთა ანგარიში


სირიაში მივლენილ დამკვირვებელთა ანგარიში

პრეზიდენტი ბაშარ ალ-ასადი მონიტორთა გვერდის ავლით ძალადობრივ ანგარიშსწორებას ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაშიც აგრძელებდა

არაბული ლიგის საგარეო საქმეთა მინისტრები მომავალ შაბათ-კვირას შეიკრიბებიან და სირიაში შექმნილი სიტუაციის შესახებ დამკვირვებელთა საბოლოო ანგარიშს განიხილავენ. 26 დეკემბერს დაწყებული მისია ხუთშაბათს, 19 იანვარს უნდა დასრულდეს და საბოლოო დასკვნა არაბული ლიგის წევრ ქვეყნებს პარასკევს უნდა წარედგინოს.

წინასწარი მონაცემებით, რომელსაც სირიელი უფლებადამცველებიც ადასტურებენ, რომ პრეზიდენტი ბაშარ ალ-ასადი მონიტორთა გვერდის ავლით ძალადობრივ ანგარიშსწორებას ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაშიც აგრძელებდა .

არაბული ლიგის წევრ ქვეყნებს შორის ყველაზე მეტი კატეგორიულობით კატარი გამოირჩეოდა. ამერიკულ ტელეკომპანია „სი-ბი-ესთან“ ინტერვიუში კატარის ემირმა შეიხ ჰამად ბინ ჯასიმ ალ-თანიმ განაცხადა, რომ დღის წესრიგში სირიაში არაბული სამხედრო შენაერთების გაგზავნის აუცილებლობა დგება. მას არაბული ლიგის ყოფილი გენერალური მდივანი ამირ მუსაც დაეთანხმა. ბეირუთში გამართულ გაეროს კონფერენციაზე ის სირიაში დამკვირვებელთა მისიის სამხედრო ძალებით ჩანაცვლების იდეით გამოვიდა. თუმცა, სააგენტო როიტერის ცნობით ამ ორ გამოსვლისთვის ოფიციალური მსვლელობა ჯერჯერობით არცერთ საერთაშორისო ორგანიზაციაში არ მიუციათ.

XS
SM
MD
LG