ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

არაბული ლიგა გაეროს უშიშროების საბჭოს მიმართავს


არაბული ლიგა გაეროს უშიშროების საბჭოს მიმართავს

არაბული ქვეყნები ბაშარ ალ-ასადს ოპოზიციასთან დიალოგისკენ მოუწოდებენ

არაბული ქვეყნების ლიგის მინისტერიალზე გადაწყდა თხოვნით მიმართონ გაეროს უშიშროების საბჭოს სირიაში სამშვიდობო გეგმის განსახორციელებლად. დღეს ყატარის დედაქალაქ დოჰაში არაბული ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა გადაწყვიტეს, რომ ოთხშაბათისთვის ქაიროში გამართულ შეხვედრაზე უკვე გეგმის დეტალები წარმოადგინონ. ყატარის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, სირია არაბული ლიგის სამშვიდობო ინიციატივაზე პასუხს აჭიანურებს.

არაბული ლიგის გეგმა სირიის პრეზიდენტს ბაშარ ალ-ასადს მოუწოდებს გამოიყვანოს შეიარაღებული ძალები ამბოხებული ქალაქებიდან, გაათავისუფლოს პატიმრები, დაიწყოს ოპოზიციასთან დიალოგი რეფორმების განხორციელების თაობაზე და ქვეყანაში შეუშვას საერთაშორისო დამკვირვებლები.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG