ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სირიაში ტერორისტული აქტი მოხდა


სირიაში ტერორისტული აქტი მოხდა

აფეთქების სავარაუდო სამიზნე პოლიციელებით სავსე ავტობუსი იყო.

სირიის სახელმწიფო მედიის განცხადებით, დამასკოს ცენტრში თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა, რის შედეგადაც 25 ადამიანი დაიღუპა.

საინფორმაციო სააგენტო "სანა"-ს განცხადებით, აფეთქება დამასკოს ერთ-ერთ ყველაზე ხალხმრავალ უბან მიდანში მოხდა. დაშავებულთა რაოდენობა 50-მდეა.

სირიის პოლიციის განცხადებით, აფეთქების სავარაუდო სამიზნე პოლიციელებით სავსე ავტობუსი იყო.

თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ჯერ არც ერთ ორგანიზაციას აუღია საკუთარ თავზე.

XS
SM
MD
LG