ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სირიაში დასავლელი ჟურნალისტი დაიღუპა


სირიაში დასავლელი ჟურნალისტი დაიღუპა

სირიის პრეზიდენტი ბაშარ ალ-ასადი ოთხშაბათს ხალხმრავალი მიტინგის წინაშე წარსდგა სიტყვით. ათასობით შეკრებილს მან განუცხადა, რომ მთავრობა ოპოზიციონერთა ათთვიანი ამბოხის მიღმა არსებულ "შეთქმულებას" დაამარცხებს.

ასადმა, რომელსაც პირადი დაცვის არაერთი თანამშრომელი ახლდა თან, მომხრეებს განუცხადა, რომ ის ძლიერია და ამაყობს ხალხის მხარდაჭერით. მან დასძინა, რომ ნამდვილი პატრიოტები სწორედ ახლა იცავენ სამშობლოს.

ასადის მოსახლეობის წინაშე პირადად გამოჩენა მოსდევს მის სატელევიზიო განცხადებას სამშაბათს, როცა მან "რკინის მუშტით" ტერორისტების წინააღმდეგ ბრძოლის პირობა დადო.

აშშ სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა ასადის მიმართვას "გულცივად ცინიკური" უწოდა და აღნიშნა, რომ პასუხისმგებლობის აღების ნაცვლად, ასადმა მხოლოდ მდგომარეობის მიზეზებზე ილაპარაკა და ბრალი უცხო ქვეყნებს დასდო.

XS
SM
MD
LG