ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სირია პატიმრების გათავისუფლებას გეგმავს


სირია პატიმრების გათავისუფლებას გეგმავს

სირიის ხელისუფლება 912 პატიმრის გათავისუფლების შესახებ ავრცელებს ინფორმაციას, მაშინ როცა ოპოზიცია დარაას პროვინციაში ახალი შეტაკებების შესახებ იტყობინება.

სახელმწიფოს მიერ კონტროლირებადი სააგენტო „სანას“ ცნობით მხოლოდ ნოემბრის თვეში 1 700 პატიმარზე მეტი იქნა გათავისუფლებული. სირიელი უფლებადამცველების განცხადებით კი სოფელ დარააში დღეს მძიმე არტილერია შევიდა. საფრანგეთის საინფორმაციო სააგენტო ამ ინფორმაციას ადასტურებს და აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს მიერ კონტროლირებადი შეიარაღებული ძალები იქ არმიის დეზერტირებზე ანგარიშსწორებას ახორციელებენ.

საკუთარ მოსახლეობაზე ძალადობის გამო ქვეყანაზე საერთაშორისო ზეწოლა იზრდება. თურქეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ ის სირიის ლიდერების ანგარიშებს ყინავს და სანქციების გამკაცრების მიზნით სხვა ზომებსაც განიხილავს.

XS
SM
MD
LG