ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სირიის ქალაქ ჰომსში კვლავ მსხვერპლია


სირიის ქალაქ ჰომსში კვლავ მსხვერპლია

სირიის უშიშროების ძალებმა ქალაქ ჰომსში მიმდინარე ოპოზიციის საპროტესტო აქციებზე თავდასხმები კიდევ უფრო გააძლიერა. დაიღუპა 30 ადამიანი. ადამიანის უფლებების დამცველი აქტივისტები, არაბული ლიგის დამკვირვებლებს ქალაქის სასწრაფოდ მონახულებას მოითხოვენ.

ორშაბათს ეგვიპტიდან სირიაში არაბული ლიგის 50 დამკვირვებელი და 10 მაღალჩინოსანი ჩავიდა. დამკვირვებლებმა ბაშარ ალ ასადის დაპირებებს - ქალაქებიდან ტანკებისა და ჯარის გაყვანას, პოლიტპატიმრების გათავისუფლებას-მეთვალყურება უნდა გაუწიონ.

როგორც არაბულმა ლიგამ განაცხადა, დამკვირვებლები დაახლოებით 8 ქვეყნიდან სირიის რამდენიმე ქალაქს მოინახულებენ ჰომსის, დარაას და იდლიბის ჩათვლით.

XS
SM
MD
LG