ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სირიაში ძალადობა გრძელდება


სირიაში ძალადობა გრძელდება
სირიაში ძალადობა გრძელდება

სირიის მთავრობამ ჰომსიდან უკვე გაიყვანა ჯავშანტექნიკა.

სირიელი აქტივისტების განცხადებით, სამთავრობო ძალებმმა დემონსტრანტების წინააღმდეგ თვითნაკეთი ლურსმნებიანი ბომბები გამოიყენეს. წინა დღეს კი სირიაში არაბული ლიგის დამკვირვებელთა დელეგაცია ჩავიდა.

უფლებადამცველების ინფორმაციით ხელისუფლების ძალებმა თვითნაკეთი ბომბები დამასკოს გარეუბანში შეკრებილი ათასობით დემონსტრანტის დასაშლელად გამოიყენეს, რასაც ოპოზიციამ ქვების სროლებით უპასუხა. ასევე ვრცელდება ინფორმაცია ქალაქ დარააში ხუთი დემონსტრანტის მოკვლის შესახებ. გუშინ სირიის ხელისუფლებამ გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ არაბული ლიგის დამკვირვებლები დამასკოში, ჰომსში, დარააში და ჰამაში მრავალ მოქალაქეს შეხვდნენ და გაესაუბრნენ.

დღეს სირიის მოკავშირე რუსეთმა განაცხადა, რომ მოსკოვი კმაყოფილია სირიაში არაბული ლიგის დამკვირვებელთა მისიის ჩასვლით. სირიის მთავრობამ ჰომსიდან უკვე გაიყვანა ჯავშანტექნიკა. ასევე პატიმრობიდან გათავისუფლდა 800 ადამიანი.

XS
SM
MD
LG