ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

არაბული ლიგა სირიაზე იმსჯელებს


არაბული ლიგა სირიაზე იმსჯელებს

არაბული ლიგის საგარეო საქმეთა მინისტრები ქაიროში შაბათს შეიკრიბებიან და სირიაში სადამკვირვებლო მისიის მუშაობის შედეგებს გაეცნობიან.

ყატარის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, სირიაში არაბული ლიგის დამკვირვებელთა მისიაში შეცდომები იყო დაშვებული. ამის შესახებ ყატარის პრემიერ-მინისტრმა ჯასიმ-ალ-ტანიმ გუშინ გაეროს გენერალურ მდივანთან ბან კი მუნთან შეხვედრის დროს ისაუბრა. მისი თქმით, სირიის ხელისუფლებას ქვეყანაში მივლენილი დამკვირვებლები შეცდომაში შეყავს.

არაბული ლიგის საგარეო საქმეთა მინისტრები ქაიროში შაბათს შეიკრიბებიან და სირიაში სადამკვირვებლო მისიის მუშაობის შედეგებს გაეცნობიან. ამ შეხვედრამდე კი ქაიროში მოლაპარაკებებს გამართავს შეერთებული შტატების პრეზიდენტის წარმომადგენელი ჯეფრი ფელტმანი.

XS
SM
MD
LG