ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამბოხებულებმა რამდენიმე საათით ქალაქი დუმა დაიკავეს

სირიის სახელმწიფო მედიის და ასევე ოპოზიციური წყაროების ცნობით შაბათს სხვადასხვა შეტაკებების შედეგად 30 ადამიანი დაიღუპა. სახელმწიფო სააგენტო "სანას" ინფორმაციით, იდლიბის პროვინციაში გზაზე დამონტაჟებულ ნაღმზე აფეთქებას 14 ადამიანი შეეწირა. ასევე თავდასხმა მოხდა საპატიმროს კუთვნილ ავტომანქანაზე, რომელსაც პატიმრები გადაყავდა. შეტაკების შედეგად 26 ადამიანი დაიჭრა. ხელისუფლება შეტევებში "შეიარაღებულ ტერორისტებს" ადანაშაულებს. მომხდარზე პასუხისმგებლობა არავის აუღია. ასევე სააგენტო "ბიბისის" ცნობით, სირიელმა ამბოხებულებმა რამდენიმე საათით მოახერხეს ქალაქ დუმას დაკავება, რომელიც დედაქალაქ დამასკოდან 14 კილომეტრში მდებარეობს. ამბოხებულებმა მოგვიანებით სამთავრობო ძალების შეტევას აარიდეს თავი და ქალაქი დატოვეს. სირიელი ამბოხებულების ძირითადი ნაწილს არმიის დეზერტირები წარმოადგენენ.

XS
SM
MD
LG