ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთი სირიას უჭერს მხარს


რუსეთი სირიას უჭერს მხარს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ივანოვმა საერთაშორისო საზოგადოების მიმართ გამაფრთხილებელი განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც ნათქვამია, რომ რუსეთი არ დაუშვებს სირიის წინააღმდეგ სანქციების შემოღებას ან ქვეყანაში უცხო ქვეყნის ძალების შეყვანას.

მსოფლიო საზოგადოება სირიის მთავრობას მკაცრად აკრიტიკებს ანტი-სამთავრობო დემონსტრაციების წინააღმდე ძალის გამოყენების გამო. ერთადერთი სახელმწიფო, რომელიც ბაშარ ალ ასადის ხელისუფლების მოქმედებებს იცავს რუსეთია.

არაბულ ერთა ლიგამ სირიაში სამომავლო მოქმედებებზე საუბარი დაიწყო. მთავრობასა და ოპოზიციას შორის დაპირისპირების გამო სირიაში დაახლოებით 5400 ადამიანია დაღუპული.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა საერთაშორისო საზოგადოების მიმართ გამაფრთხილებელი განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც ნათქვამია, რომ რუსეთი არ დაუშვებს სირიის წინააღმდეგ სანქციების შემოღებას ან ქვეყანაში უცხო ქვეყნის ძალების შეყვანას. ლავროვის განცხადებით, რუსეთმა „წითელი ხაზი“ ყველასათვის გასაგებად გაავლო. კრემლი სირიის წინააღმდეგ სანქციების განხორციელებას კატეგორიულ წინააღმდეგობას გაუწევს.

გარდა ამისა, განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსეთი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭოში სირიასთან დაკავშირებით ნებისმიერ რეზოლუციას ვეტოს დაადებს, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ რეზოლუცია ქვეყანაში უცხო ქვეყნის ჯარების შეყვანასთან იქნება დაკავშირებული.

XS
SM
MD
LG