ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სირიიდან დამკვირვებლები გამოჰყავთ


სირიიდან დამკვირვებლები გამოჰყავთ

სპარსეთის ყურის თანამშრომლობის საქბჭო სირიიდან დამკვირვებლების გამოწვევის გადაწყვეტილებას აქვეყნებს

სპარსეთის ყურის თანამშრომლობის საქბჭოს წევრები აცხადებენ, რომ სირიიდან სადამკვირვებლო მისიას გამოიწვევენ. საბჭომ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც საუდის არაბეთმა სირიიდან არაბულ ერთა ლიგის დამკვირვებლების გამოწვევა მოითხოვა.

სპარსეთის ყურის თანამშრომლობის საბჭოში ექვსი ქვეყენა შედის - საუდის არაბეთი, არაბეთის გაერთიანებული საამიროები, ბაჰრეინი, ომანი, ყატარი და ქუვეითი. დღეს გამოაქვეყნებული განცხადების მიზეზად ის დაასახელდა, რომ სირიის მთავრობა არ ასრულებს ვალდებულებებს, რომელებიც მას დამკვირვებლების გაგზავნის სანაცვლოდ უნდა შეესრულებინა.

გარდა ამისა, არაბულმა ლიგამ სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ ასადს თანამდებობიდან გადადგომა და ძალაუფლების გარდამავალი ხელისუფლებისთვის გადაცემა სთხოვა. ასადმა ინიციატივა უარყო, ხოლო სახელმწიფო მედიმ კი განაცხადა, რომ ლიგის წინადადება სირიის სუვერენიტეტის დარღვევის უხეში მცდელობაა.

XS
SM
MD
LG