შეერთებული შტატების თავდაცვის მდივან ჩაკ ჰეგელი ავღანეთში ჩავიდა.
ჩაკ ჰეგელი ქაბულში ახლო აღმოსავლეთში ვიზიტის შემდეგ ჩაფრინდა, სადაც შეეცადა ლიდერებისდარწმუნებას იმაში, რომ ირანის ბირთვული პროგრამის შეთანხმებასთან დაკავშირებით შეერთებული შტატები თავის გადაწყვეტილებას არ გადაუხვევს.
ჩაკ ჰეგელი შაბათს, ბაჰრეინში რეგიონალურ ფორუმზე გამოსვლისას, შეეცადა შეემსუბუქებინა უსიამოვნო დაძაბულობა ირანთან დაკავშირებულ გარიგების და ავღანეთში სამხედროების გაყვანის შესახებ გაწელილი პროცესის გამო, რაც შეერთებული შტატების ბიუჯეტზეც გარკვეულ ზეწოლას ახდენს, რადგან არსებობს მოსაზრება, რომ ეს პროცესები შესაძლოა იმის მანიშნებელი იყოს, რომ ახლო აღმოსავლეთის რეგიონში ამერიკის ვალდებულებები შესუსტდეს.
თავდაცვის მდივანმა ჰეგელმა დეტალურად ისაუბრა ბაჰრეინში გამართული მანამას დიალოგის აუცილებლობაზე, რომელმაც რეგიონში მომავალში სპეციალური დანიშნულების სისტემით უზრუნველყოფილი 35 000 ამერიკელი სამხედრო პირის დარჩენის საკითხი, ასევე სხვადასხვა სახეობის ტანკის, არტილერიის, სამხედრო ვერტმფრენების და გემების დატოვების პერსპექტივას უნდა შეუწყოს ხელი.
შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანმა შაბათს ახალი წინადადებები წარმოადგინა, რომელიც უსაფრთხოების საკითხებში თანამშრომლობის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს. მათ შორის შედის, რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემის სფეროში რეგულარული დიალოგის გამართვა რეგიონის საჰაერო ძალების მაღალჩინოსნების მონაწილეობით, რაც სპარსეთის ყურის ექვსი ქვეყნის თანამშრომლობის საბჭოს შეერთებული შტატების თავდაცვის სისტემების შესყიდვის საშუალებას მისცემს იმისათვის, რომ ორგანიზაციის ფარგლებში თავდაცვის სფეროში რეგიონალური თანამშრომლობა კიდევ უფრო გაუმჯობესდეს.