ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ისრაელ-პალესტინის სამშვიდობო მოლაპარაკებები


სამშვიდობო მოლაპარაკებები 2010 წლის სექტემბერში შეწყდა, როდესაც ისრაელმა განაახლა ოკუპირებულ ტერიტორიებზე ებრაული დასახლებების მშენებლობა

გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:00:00 0:00
ბმული
ისრაელსა და პალესტინელებს შორის მიმდინარე სამშვიდობო მოლაპარაკებები ორ წელზე მეტია ჩიხშია შესული. შეერთებული შტატების ყოფილი მაღალჩინოსნებს ამ პრობლემასთან დაკავშირებით საკუთარი თვალსაზრისი გააჩნიათ.

აქ მრავალი პრობლემაა დაგროვილი, რომელთა შორის პალესტინის ახალი სახელმწიფოს გეოგრაფიული საზღვრები და იერუსალიმის სტატუსის განსაზღრაა. გარდა ამისა მნიშვნელოვანია პალესტინელ ლტოლვილთა დაბრუნების საკითხი და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ებრაული დასახლებების პრობლემა.

სამშვიდობო მოლაპარაკებები 2010 წლის სექტემბერში შეწყდა, როდესაც ისრაელმა განაახლა ოკუპირებულ ტერიტორიებზე ებრაული დასახლებების მშენებლობა. პალესტინელებმა მოლაპარაკებებში მონაწილეობაზე უარი თქვეს ამ დასახლებების მშნებლობის შეჩერებამდე.

მოლაპარაკების დაწყებას პალესტინელთა ხელმძღვანელობაში არსებული განხეთქილებაც უშლის ხელს, როდესაც ჰამასი ღაზის სექტორს აკონტროლებს, პალესტინის პრეზიდენტი მაჰმუდ აბასი კი მხოლოდ მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირის ტერიტორიებს. ორგანიზაცია ჰამასი ისრაელის და შეერთებული შტატების აზრით ტერორისტული დაჯგუფებაა.

როგორც შეერთებული შტატების პრეზიდენტების ჯერალდ ფორდის და ჯორჯ ბუშის ეროვნული უშიშროების ყოფილი მრჩეველი ბრენტ სკოუკროფტი ამბობს პალესტინელები ერთიანი ფრონტით უნდა გამოვიდნენ:

“ თუ ვერ მოხერხდა ჰამასის დარწმუნება, რომ ფათჰის პოზიციები გაიზიაროს და სამშვიდობო პროცესს შეუერთდეს, მაშინ მომავალში შეუძლებელი გახდება ორი სახელმწიფოს თანაარსებობა, რაც კატასტროფა იქნება ყველასთვის.“

გასული წლის ნოემბერში ჰამასმა და ისრაელმა ერთ კვირიანი ომის დროს ერთმანეთის წინააღმდეგ რაკეტები და საჰაერო დარტყმები გამოიყენეს. ეს კონფლიქტი ეგვიპტის ჩარევის შემდეგ შეწყდა.

ბუშის ადმინისტრაციის დროს გაეროში შეერთებული შტატების წარმომადგენლის ჯონ ბოლტონის განცხადებით:

“ ჰამასი ამ კონფლიქტიდან უფრო გაძლიერებული გამოვიდა, ამით მოიგო ირანმაც, რომელმაც ყველას დაანახა, რომ ჰამასის შეიარაღება შეუძლია, რომელიც ისრაელის ქალაქებს ემუქრება.“
რაც შეეხება ფათჰის დაჯგუფებას, გაეროს გენერალურ ასამბლეაზე პალესტინის სახელმწიფოსთვის დამკვირვებლის სტატუსის მინიჭება მისი დიდი დიპლომატიური გამარჯვება იყო. ასეთივე სტატუსი აქვს გაეროში ვატიკანს.
ჯონ ბოლტონის თქმით:

“ გაერო გენერალურ ასამბლეაზე კიდევ ერთი უცნაური გადწყვეტილება მიიღეს, რადგან პალსეტინის სახელმწიფო რეალურად არ არსებობს. მაგრამ რეალობიდან მოწყვეტის მიუხედავად ამს დიდი მნიშვნელობა ექნება,- პალესტინელები ისარგებლებენ საერთაშორისო სამართლის ბერკეტებით, რასაც გარკვეული შედეგები მოჰყვება.“

როგორც შეერთებული შტატების ყოფილი თავდაცვის მდივანი უილიამ კოენი აცხადებს, შეერთებული შტატები ამჟამად რთულ მდგომარეობაში იმყოფფება, რადგან მას უჭირს შუამავლის როლის შესრულება ისეთ პირობებში როდესაც ყვეას ესმის რომ ამერიკა ისრაელის სტრატეგიული მოკავშირეა. ეს კი ვაშინგტონისადმი პალესტილეთა ნდობას უთხრის ძირს.

მიუხედავად ამისა ბატონი კონი მიიჩნევს, რომ შეერთებულიშტატები ერთადერთ რეალური შუამავალი შეიძლება იყოს ახლი აღმოსავლეთის კონფლიქტის მოგვარების საქმეში. მისი თქმით:

“ ჩვენ ერთადერთი ქვეყნა ვართ რომელსაც ისრაელის სრული ნდობა აქვს გამოცხადებული. ახლა საჭიროა პალესტიელებთან მუშაობა, რათა ისინი დავარწმუნოთ ორი სახელმწიფოს თანაარსებობის რეალობაში.“

ექსპერტების აზრით, პრეზიდენტ ობამას უნიკალური შესაძლებლობა გააცნია ახლო აღმოსავლეთში სამშვიდობო პროცესის განახლებისთვის, თუმცა ჯერ ისრაელის საპარლამენტო რაჩევნების შედეგებს უნდა დაველოდოთ.
XS
SM
MD
LG