ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კერიმ იორდანიაში სირიელ ლტოლვილთა ბანაკი მოინახულა


სახელმწიფო მდივნის განცხადებით, სირიის კრიზისის მოსაგვარებლად რამდენიმე სხვადასხვა ვარიანტი განიხილება

ამერიკის სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ იორდანიაში სირიის ლტოლვილთა ბანაკი მოინახულა. იქ ორი წლის განმავლობაში მიმდინარე კონფლიქტის შედეგად ადგილნაცვალი ადამიანები სახლობენ. კერის ვიზიტის დროს მათ შეშფოთება და იმედგაცრუება გამოხატეს პრობლემისადმი საერთაშორისო საზოგადოების რეაქციის ნაკლებობის გამო.

კერიმ ზაატარის ბანაკს, სადაც ასი ათასზე მეტი ლტოლვილი ცხოვრობს, დღეს შვეულმფრენით გადაუფრინა და ორმოცი წუთის განმავლობაში სახელმწიფო მდივანი ბანაკის წევრებს ესაუბრა.

ჯონ კერიმ განაცხადა, რომ სირიის კრიზისის მოსაგვარებლად რამდენიმე სხვადასხვა ვარიანტი განიხილება და რომ სირიის ჯგუფის წევრები სირიელ მეამბოხეებს იარაღს აწვდიან.

ამ ფონზე, ამერიკის შეერთებული შტატები ისევ აგრძელებს სირიის კრიზისის პოლიტიკურ დარეგულირებაზე მუშაობას. ამერიკის მთავარი დიპლომატი არაბული ლიგის ოფიციალურ პირებს გუშინ ამანში შეხვდა. კერიმ ხაზი გაუსვა იმ სამოქმედო გზის გამონახვას, რომელიც სირიელ ხალხს ძალადობის გარეშე მომავლის აშენებაში დაეხმარება.
XS
SM
MD
LG