ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

არაბული გაზაფხულის მითი


ანალიტიკოსების აზრით, რელიგიურ თემაზე კონფლიქტი შესაძლოა მთელ ახლო აღმოსავლეთის რეგიონზე გავრცელდეს

გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:02:59 0:00
ბმული

2011 წელს ჰოსნი მუბარაქის 30 წლიანი რეჟიმის დამხობის შემდეგ ეგვიპტელები გამარჯვებას ზეიმობდნენ. მოგვიანებით ახლო აღმოსავლეთის რეგიონს ამ განწყობამ ტალღასავით გადაურა და დემონსტრაციების ეიფორია სხვა არაბულ ქვეყნებსაც მოედო. თუმცა არაბული გაზაფხულის სახელით ცნობილმა მოძრაობამ ზოგიერთ ქვეყანაში ნათელი მომავლის მითი დაამსხვრია.
ჯეიმს ფილიპი ჰერითიჯის ფონდში ახლო აღმოსავლეთის საკითხებში ექსპერტია:

„ობამას ადმინისტრაციას და დასავლეთი ქვეყნების მთავრობებს სჯეროდათ, რომ არაბული გაზაფხული რეგიონში დემოკრატიულ გზაზე გადასვლის გარდამავალი პერიოდად იქცეოდა.“

თუმცა საბოლოოდ არაბულმა გაზაფხულმა ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში ქაოსი დაამკვიდრა.

გასულ თვეს ეგვიპტის სამხედროებმა დემოკრატიული გზით არჩეული პრეზიდენტი დაამხეს, ჰოსნი მუბარაქი ციხიდან გაათავისუფლდა და დროებითმა მთავრობამ მას შინაპატიმრობა მიუსაჯა.

სირიის მთავრობა სამოქალაქო ომში ჩაება, რასაც 100 ათასამდე ადამიანი ემსხვერპლა. ალ ყაიდასთან დაკავშირებული ამბოხებულებმა ძალაუფლება ხელში ჩაიგდეს იმ ფონზე, როცა ათასობით სირიელი ქვეყნიდან გაქცევით შველის თავს.

არეულობაა ლიბიაშიც, სადაც ძალაუფლების მქონე მილიცია ქვეყნის ტერიტორიაზე ხალხს შიშის ზარს სცემს და ზოგიერთი მათგანი ალ ყაიდასთან კავშირშიცაა მხილებული.

დემოკრატიის დაცვის ფონდის წარმომადგენელი ჯონათან შანზერი ამბობს:

„ერთი რამ ნათელია, არაბულმა ქვეყნებმა დემოკრატია ვერ გაითავისეს - მათ ამ წყობის გამოცდილება არ აქვთ. თავს არ ზოგავენ, შიმშილობენ, წყურვილს ითმენენ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მისი მიღწევა შეუძლიათ.“

ერაყიდან ამერიკის ჯარების გასვლას და მომდევნო არჩევნებს ძალადობა და სისხვლისღვრა ახლავს თან. ამას დაერთო სუნიტ და შიიტ მოსახლეობას შორის რადიკალურად მტრული დამოკიდებულება, რამაც სიტუაცია კიდევ უფრო დაძაბა. შიიტებით მართული მთავრობა დაპირისპირებაში ალ ყაიდას ადანაშაულებს, თუმცა ანალიტიკოსები ამბობენ, რომ რელიგიურ თემაზე კონფლიქტი შესაძლოა მთელ რეგიონზე გავრცელდეს:

„ის, რაც ხდება არაბული გააზაფხულის სასიკვდილო კონვულსიებს გავს. ზუსტად არავინ იცის, როდის დასრულდება, მაგრამ დაპირისპირება მალე უნდა დამთავრდეს,“-ამბობს ჯონათან შანზერი.

სუნიტი შიიტის წინააღმდეგ, ისლამისტი სეკულარული ლიდერის წინააღმდეგ, ავტორიტარი დემოკრატის წინააღმდეგ - ეს იმ დაპირისპირებათა ჯაჭვია, რაც ახლო აღმოსავლეთის რეგიონში დღეს ძალზე აქტუალურია.

„იმედი მაქვს, რომ არაბული გაზაფხული ისლამისტურ ზამთრად არ გადაიქცევა. თუმცა ზოგერთ ქვეყანაში ამის ნიშნები ჯერჯერობით არსებობს,“- ამბობს ჯეიმს ფილიპი.

ფილიპის აზრით, ახლო აღმოსავლეთის რეგიონში სულ ცოტა ერთი თაობა მაინც უნდა გამოიცვალოს იმისთვის, რომ ქვეყნები დემოკრატიის მიმართულებით განვითარდნენ.
XS
SM
MD
LG