ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გეოპოლიტიკა ახლო აღმოსავლეთში


არაბული გაზაფხულით წაქეზებულმა ძალებმა შესაძლოა ახლო აღმოსავლეთის სხვადასხვა მონაკვეთის ხელახალი დემარკაცია შეძლონ

გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:03:04 0:00
ბმული

პირველი მსოფლიო ომის დასრულებით ოსმალეთის იმპერია დაინგრა.
ცეცხლის შეწყვეტამდე ადრე, დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი ოსმალეთის იმპერიის კუთვნილი მიწების გადანაწილებაზე შეთანხმდნენ, მათ შორის სირიის, ლიბანის, იორდანიისა და პალესტინური ტერიტორიების გაყოფაზე.
ამ პროცესს ყველაზე დიდი მნიშვნელობა აქვს თანამედროვე ახლო აღმოსავლეთის შესაცნობად, ამბობს ახლო აღმოსავლეთის საკითხების ექსპერტი მაიქლ კლარკი, რომელიც ლონდონში ბაზირებული გაერთიანებული სამეფო სამსახურების ინსტიტუტის თავმჯომარეა.

"არაბული სამყარო, 1916 წელს დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის შეთანხმებით დაფუძნდა. სიტუაცია მას შემდეგ არ შეცვლილა. ამ რეგიონში არც არაფერი მომხდარა, გარდა ისრაელის სახელმწიფოს ჩამოყალიბებისა 1948 წელს. წელს კი პირველად, ახლო აღმოსავლეთის რუკა მთლიანად იცვლება."

ეს პროცესები ყველაზე მეტად სირიის მაგალითზე იგრძნობა. ლონდონის ეკონომიკური სკოლის ახლო აღმოსავლეთის ცენტრის წარმომადგენელ რობერტ ლოუი ფიქრობს, რომ ქვეყანა შესაძლოა დაიშალოს.

"დაპირისპირებულ ელემენტებს შორის ძალაუფლების ბალანსი საკმაოდ თანაბარია. ვერცერთი ფრაქცია, დაჯგუფება, დამატებით კონტროლს ვერ ფლობს. ქურთებს დამატებითი კონტროლი აქვთ ქურთებით დასახლებულ ქალაქებში და ისინი ამ უპირატესობის შენარჩუნებისთვის იბრძვიან."

პირველი მსოფლიო ომის დასრულებისთანავე ქურთები სირიაში, თურქეთსა და ერაყში გადანაწილდნენ. სადამ ჰუსეინის დაცემამ 2003 წელს და ქურთების ავტონომიის მიღებამ ჩრდილოეთ ერაყში-ეს ეთნიკური ჯგუფი გააძლიერა და დამოუკიდებელი სახელმწიფოს მოთხოვნით მათ მორძაობას მუხტი შესძინა.
თუმცა ლონდონის ეკონომიკური სკოლის პროფესორის საად ჯავადის აზრით, ერაყი ქურთების დამოუკიდებლობის მოთხოვნას მტკიცედ შეხვდა.

ბეირუთში, ლიბანის სამოქალაქო ომის გავლენა დღესაც იგრძნობა. არსებობს საშიშროება და შესაბამისად, იზრდება სპეკულაციები, რომ ლიბანი შეიძლება დანაწევრდეს სირიის კონფლიქტის მიმიდინარეობის პარალელურად, მაშინ როცა თავად ლიბანში მოქიშპე მხარეები სირიის კონფლიქტის გამო უფრო მეტად აქტიურობენ.

ბოლო თვეებში, ლიბანის სუნიტურ და შიიტურ მეამბოხე ძალებს შორის მომხდარი დაპირისპირების დროს ათობით ადამიანი დაიღუპა.
მაიქლ კლარკი ეთანხმება იმ მოსაზრებას, რომ არაბული გაზაფხულით წაქეზებულმა ძალებმა შესაძლოა ახლო აღმოსავლეთის სხვადასხვა მონაკვეთის ხელახალი დემარკაცია შეძლონ.

"დღესდღეობით, ლევანტის ბალკანიზაციის შესაძლებლობა არსებობს, სადაც რიგი სახელმწიფოები ან ფსევდო სახელმწიფოები, კონფლიქტები, სადაო ტერიტორიები შეიძლება წარმოიშვას. ეს ყველა ჩვენგანისთვის ახალი ფენომენია."

იგი დასძენს, რომ არაბულ სამყაროში დაწყებული რევოლუციები პირველ ფაზას გადის და რომ შედეგები რამდენიმე წელიწადში გამოიკვეთება.
XS
SM
MD
LG