ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ახლო აღმოსავლეთი - ამოუხსნელი თავსატეხი


ახლო აღმოსავლეთი - ამოუხსნელი თავსატეხი
ახლო აღმოსავლეთი - ამოუხსნელი თავსატეხი

ანალიტიკოსები პრეზიდენტ ობამას სამშვიდობო მცდელობებს აფასებენ

მას შემდეგ რაც 1973 წელს, აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ჰენრი კისინჯერმა არაბეთ-ისრაელის ომის დროს შუამავლობა და მოლაპარაკების დაწყება ითავა, ამერიკის უმაღლესი დონის დიპლომატები ისრაელ-პალესტინის კონფლიქტიის მოწესრიგების საქმეში აქტიურად მონაწილეობენ. ამჟამად, უკვე, ეს მისია ამერიკელ დესპანს ჯორჯ მიტჩელს აქვს ჩაბარებული. ის დაპირისპირებულ მხარეებს შორის არაპირდაპირი მოლაპარაკების დაწყება და შემდეგ მათ ერთ მაგიდასთან მიწვევას ცდილობს.

„მე ვცდილობ ჩვენი ძალისხმევის გაგრძელებას, რათა მივაღწიოთ შთამბეჭდავ მშვიდობას და უსაფრთხოებას რეგიონში, რომელიც ორი სახელმწიფოს იდეას დაეფუძნება,“ - აცხადებს მიტჩელი.

აარონ დევიდ მილერი, ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო პროცესის ვეტერანი მონაწილეა, რომელიც სხვადასხვა დროს, ექვს სახელმწიფო მდივანს აძლევდა რჩევებს. მილერი ამჟამად ჟურნალ „ფორინ პოლისის“ მიმომხილველია. მისი თქმით, რეგიონში ვითარება დრამატულად არის გართულებული.

ის სვამს კითხვას, თუ როგორ შეძლებს პრეზიდენტი ობამას იმას, რაც აქამადე მისმა წინამორბედებმა ვერ შეძლეს. მილერი შიშობს, რომ ამას პრეზიდენტი ობამა ვერ მოახერხებს, თუმცა აღნიშნავს, რომ ეს მცდელობა ობამასთვის დიდი გამოცდაა.

მილერის სტატიამ და ამ მოსაზრებებმა ვაშინგტონიდამ იერუსალიმამდე დიდი დისკუსია გამოიწვია. მილერს არ სჯერა, რომ შესაძლებელია რეგიონში მშვიდობის დამყარება, როდესაც ყველა იმედი ძალადობამ და ტერორმა იმსხვერპლა.

მარკ ლინჩი ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტში ახლო აღმოსავლეთის კვლევების ინსტიტუტს ხელმძღვანელობს. ის აცხადებს, რომ რეგიონში მშვიდობისათვის აუცილებელია ახალი მიდგომების შემუშავება.

„ამდენი ხნის განმავლობაში მცდელობების და ჩავარდნების შემდეგ, რომელიც ახლო აღმოსავლეთში მშვიდობის დამყარებასთან იყო დაკავშირებული. შესაძლოა დადგა დრო, რომ პრეზიდენტ ობამას ადმინისტრაციას უნდა ერჩივნოს ნაბიჯი უკან გადადგას და ჯერ პრინციპები განსაზღვროს. სხვა სიტყვებით, რომ ვთქვათ, თუკი კედლის იქით გასვლა შუბლით არ გამოდის, ხომ არ ჯობია, რომ სხვა რამე მოვიფიქროთ, თუ როგორ უნდა აღმოვჩნდეთ კედლის მიღმა,“ - აცხადებს ლინჩი.

რობ მეილი საერთაშორისო კრიზის ჯგუფში ჩრდილოეთ აფრიკის და ახლო აღმოსავლეთის პროგრამებს ხელმძღვანელობს. ის 2000 წელს შეერთებული შტატების მხრიდან კემპ დევიდის მოლაპარაკებებში მონაწილებდა, როდესაც ისრაელის და პალესტინის ლიდერებმა სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმება ვერ შეძლეს.

„მე ვფიქრობ, რომ რეგიონში კლიმატი უნდა შევცვალოთ. მაშინ, როდესაც სირია, ირანი, ჰამასი, ჰეზბოლა და ამას დამატებული „ალ-ჯაზირას“ ხმაც, ყველა ერთად, ამერიკის ქმედების წინააღმდეგ არის მიმართული, მაშინ როდესაც ეგვიპტეს და იორდანიის ძალა აღარ შეწევთ რეგიონის პროცესებზე გავლენის მოსახდენად, ვფიქრობ, რომ შეერთებული შტატების სურვილი და მცდელობა ილუზია და მიამიტობაა,“ - აცხადებს მეილი.

ახლო აღმოსავლეთში სამშვიდობო ინიციატივის მოსალოდნელი ჩავარდნის შესახებ, შეშფოთებას გამოთქვამს აარონ დევიდ მილერიც, რომელიც ასევე მონაწილებდა კემპ-დევიდის მოლაპარაკებებში.

„კემპ-დევიდის მცდელობის ჩავარდნის შემდეგ ათი წლის განმავლობაში ისრაელ-პალესტინის ურთიერთობები ჩაშლილია და მას ხაზად სისხლი და ძალადობა გასდევს,“ - აცახდებს მიელრი.

რეგიონში არსებული ვითარება კი ისევ ისეთია. პალესტინელებს კვლავ საკუთარი სახელმწიფოს შექმნა სურთ, სადაც დედაქალაქი აღმოსავლეთ იერუსალიმი იქნება, სახელმწიფოსი, რომლის ტერიტორიაც ისრაელმა 1967 წელს დაიკავა.

მართალია, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ პალესტინელების სახელმწიფოს შექმნაზე თანხმობა განაცხადა, თუმცა თავის პირობების წამოაყენაც, რომლის თანახმადაც ისრაელი იერუსალიმის დათმობას არ აპირებს. 1 ივნისს ნეთანიაჰუს თეთრ სახლში პრეზიდენტი ობამა მიიღებს. თუ რა შედეგებით დასრულდება კიდევ ერთი მცდელობა, ამას მალე შევიტყობთ.

XS
SM
MD
LG