ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რეგიონის ქვეყნების ლიდერები ეგვიპტის ქმედებას გმობენ


ანკარა ეგვიპტის დამხობილი ლიდერის-მოჰამედ მორსის მომხრეების წინააღმდეგ განხორციელებულ მოქმედებებს აკრიტიკებს

მუსლიმი ქვეყნების ლიდერები გმობენ ეგვიპტის მთავრობის ოპერაციას დემონსტრანტების წინააღმდეგ.

ევროპული სახელმწიფოები ეგვიპტის დროებით ხელისუფლებას და მის ისლამისტ ოპონენტებს ესკალაციისგან თავშეკავებას და პოლიტიკური დიალოგის განახლებას თხოვენ.

თურქეთის პრემიერ მინისტრმა რეჯებ ტაიპ ერდოღანმა ქაიროში, ოთხშაბათის მოვლენები აღწერა როგორც სამხედრო ინტერვენცია სამოქალაქო პირების წინააღმდეგ და ასეთ ქმედებას მან „მიუღებელი“ უწოდა.

შეგახსენებთ, რომ ანკარა ძალიან აკრიტიკებს ეგვიპტის დამხობილი ლიდერის-მოჰამედ მორსის მომხრეების წინააღმდეგ განხორციელებულ მოქმედებებს.
XS
SM
MD
LG