ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ისრაელმა ეგვიპტის მხრიდან ნასროლი რაკეტა ჩამოაგდო


სინაის ნახევარკუნძულის ჩრდილოეთ ნაწილში სამხედრო მოქმედებების გააქტიურება ჯერ კიდევ 2011 წლიდან შეინიშნება

ისრაელმა ეგვიპტიდან წითელი ზღვის მიმართულებით, ქალაქ ეილათისკენ ნასროლი რაკეტა ჩამოაგდო. რამდენიმე დღის წინ ეგვიპტის მხარემ ისრაელს საჰაერო თავდასხმაში დასდო ბრალი, რომლის შედეგადაც ეგვიპტის ტერიტორიაზე, სინაის ნახევარკუნძულზე 4 მებრძოლი დაიღუპა. ისრაელი აღნიშნულ ბრალდებას უარყოფს.

იერუსალიმი აცხადებს, რომ რაკეტის შეჩერება დღეს დილით მოხდა, თუმცა, ისრაელის შეიარაღებული ძალების ოფიციალური წარმომადგენლები არ აზუსტებენ, თუ საიდან იყო იერიში მიტანილი. ისლამისტური სამხედრო დაჯგუფება აცხადებს, რომ რაკეტა მათ პარასკევს ეგვიპტე-ისრაელის საზღვარზე მომხდარი შეტაკების პასუხად გაისროლეს. სინაის ჩრდილოეთ ნაწილში სამხედრო მოქმედებების გააქტიურება ჯერ კიდევ 2011 წლიდან შეინიშნება, მას შემდეგ, რაც ეგვიპტეში ექსპრეზიდენტ ჰოსნი მუბარაქის წინააღმდეგ ქვეყანაში ამბოხი დაიწყო.
XS
SM
MD
LG