ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო პროცესი


ახლო აღმოსავლეთში მშვიდობის დამყარებას აშშ-ის არაერთი პრეზიდენტი ეცადა, თუმცა წარმატებას ვერვცერთმა ვერ მიაღწია. პრეზიდენტ ბარაკ ობამას ადმინისტრაციის დესპანი ახლო აღმოსავლეთში ჯორჯ მიტჩელი ამბობს რომ წარსულის წარუმატებელმა გამოცდილებამ სამშვიდობო პროცესი არ უნდა შეაფერხოს.

ახლო აღმოსავლეთში მშვიდობის დამყარება იმდენად მნიშვნელოვანი და აუცილებელია რომ მიუხედავად წარსული მარცხისა იმედი არ უნდა დავკარგოთ. ცდ

პრეზიდენტმა ობამამ პირობა დასდო რომ ისრაელსა და პალესტინას შორის მშვიდობას დაამყარებს:

მშვიდობის დამყარება არამარტო ისრაელისა და პალესტინის, არამედ მსოფლიოს ინტერესებში შედის. სწორედ ამ მიზეზის გამო მე პირადად მივიღებ მონაწიელობას სამშვიდობო პროცესის ჩამოყალიბებაში.

ნოტერ დამის უნივერსიტეტის პროფესორი და ახლო აღმოსავლეთის პოლიტოლოგი მაიკლ დესკი სკეპტიკურად არის განწყობილი და თვლის რომ ორ ქვეყანას შორის გამართული პირდაპირი მოლპარაკებები მშვიდობის პროცესის დამყარებას ვერ დაეხმარება. დესკმა იქვე დასძინა რომ სამშვიდობო პროცესის პროგრესს არამარტო ღაზას სექტორის მაკონტროლებელი დაჯგუფება ჰამასი შეუშლის ხელს, არამედ ორი სახელმწიფოს შექმნას ისრაელის პრემიერ მინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუც ეწინააღმდეგება.

ოპტიმისტი იტყვის რომ პრეზიდენტ ობამას მიზნად აქვს დასახული ამ პრობლემის მოგვარება, აღსანიშნავია მისი ისტორიული გამოსვლა კაიროში, და ისლამური სამყაროსთან დაზავების მცდელობა, თუმცა ვთვლი რომ სამშვიდობო პროცესის წინსვლისთვის აუცილებელი პირობები არ არსებობს. ცდ

თავად ბარაკ ობამა თვლის რომ სამშვიდობო პროცესის მიზანი ერთი წლის განმავლობაში პირველადი მნიშვნელობის პრობლემების მოგვარებაა, თუმცა შედგეგი გაურკვეველია.

საგარეო საქმეთა საბჭოს წარმომადგენელი რობერტ დანინი ამბობს რომ ბარაკ ობამას უპირატესობა დარჩენილი საპრეზიდენტო ვადაა

პრეზიდენტ ობამას საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე დიდი დროა, ეს იმას ნიშნავს რომ პრეზიდენტს ჯერ კიდევ ხელეწიფება გადაწყვეტილებების მიღება.

დანინმა იქვე დასძინა რომ ისრაელისა და პალესტინის ლიდერების ინტერესებში არ შედის შეერთებული შტატების პრეზიდენტის განაწყენება. თუმცა დარწმუნებული არ არის რამდენად მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს ახლო აღმოსავლეთი სამშვიდობო პროცესის პროგრესი ამერიკელი ამომრჩეველისთვის.

მიუხედავად იმისა რომ ამერიკის პრეზიდენტისთვის ახლო აღმოსავლეთში სამშვიდობო პროცესის წინსვლა ქვეყანაში ამომრჩეველთა რაოდენობის გაზრდას არ უწყობს ხელს, გარკვეულ მხარდაჭერას წაახალისებს . ცდ

1978 წელს კემპ-დევიდის სამიტზე აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის ჯიმი კარტერის ხელმძღვანელობით ეგვიპტისანვარ სადათმა და ისრაელის პრემიერ-მინისტრმა მენაჰემ ბეგინმა ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას მშვიდობის, ურთიერთცნობისა და ეგვიპტისთვის სინაის ნახევარკუნძულის გადაცემის თაობაზე. 1991 წელს უფროსმა ჯორჯ ბუშმა მონაწილეობა მიიღო მადრიდის სამშვიდობო კონფერენციაში სადაც ისრაელისა და არაბული ქვეყნების ლიდერები მოლაპარაკლებას აწარმოებდნენ. თუმცა ამერიკამ არცერთი პრეზიცენტი ხელმეორედ არ აირჩია. პრეზიდენტმა

ომი ერაყსა და ავღანეთში, ეკონომიკის დაღმასვლა, არჩევნების და სხვა მრავალი პრობლემის ფონზე ახლო აღმოსავლეთში სამშვიდობო პროცესის წარმატება ამერიკის საზოგადოებისთვის არც თუ ისე მნიშვნელოვანია.

XS
SM
MD
LG