ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კერი ისრაელსა და პალესტინელებს შორის ნდობის აღდგენას ცდილობს


სახელმწიფო დეპარტამენტი აცხადებს, რომ კერი მხარეებს შორის ნდობის აღდგენის ნაბიჯებზე ისაუბრებს

ამერიკის სახელმწიფო მდივანი ახლო აღმოსავლეთში ვიზიტს აგრძელებს. ის ეცდება პალესტინელებისა და ისრაელის დარწმუნებას იმაში, რომ მათ შორის სამშვიდობო მოლაპარაკები განახლდეს.

კერი პალესტინელების პრემიერ მინისტრ სალამ ფაიად და ისრაელის პრეზიდენტ შიმონ პერესს შეხვდება.

სახელმწიფო დეპარტამენტი აცხადებს, რომ კერი მხარეებს შორის ნდობის აღდგენის ნაბიჯებზე ისაუბრებს.

ისრაელსა და პალესტინის ავტონომიას შორის სამშვიდობო მოლაპარაკებები 2010 წლის სექტემბერში შეწყდა.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG