ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ახლო აღმოსავლეთში ვითარება რთულდება


მორსის დამხობა საინფორმაციო საშუალებების მთავარ თემად ისევ რჩება

გთხოვთ, დაიცადოთ
Embed

No media source currently available

0:00 0:04:08 0:00
ბმული

ახლო აღმოსავლეთში მძაფრი რეაქცია მოჰყვა დემოკრატიულად არჩეული პრეზიდენტის მოჰამედ მორსის სამხედროების მიერ დამხობის ფაქტს. როგორც ლონდონიდან ამერიკის ხმის კორესპონდენტი ჰენრი რიჯველი მოგვითხრობს, ანალიტიკოსები ამბობენ რომ ქაიროში განვითარებულმა მოვლენებმა ისედაც მშფოთვარე რეგიონში დაძაბულობა კიდევ უფრო გაზარდა.


ბოლო დღეებში სირიის სამოქალაქო ომის თემატიკაზე უფრო აქტუალური საინფორმაციო საშუალებებში ეგვიპტის ისლამისტი პრეზიდენტის მორსის დამხობა გახდა. სირიის პრეზიდენტი ბაშარ ალ-ასადი ეგვიპტეში განვითარებულ მოვლენებს პროპაგანდად იყენებს, აცხადებს ლონდონში მოქმედი სამეფო ინსტიტუტის წარმომადგენელი მაიკლ კლერკი.


მაიკლ კლერკი: პრეზიდენტი ასადი ახლო აღმოსავლეთის ყველა ლიდერის სახელით აცხადებს, ნახეთ ეს ყველაფერი ადასტურებს იმას, რომ რეგიონში ყველაზე სეკულარული ლიდერი მე ვარ. მიეცით რელიგიურ ფანატიკოსებს მოქმედების უფლება , მათ მსგავს ადამიანებს, რომლებიც ჰომსს და ალეპოს აკონტროლებენ, და იგივე შედეგს მიიღებთ.


თუმცა ამგვარმა დამოკიდებულებამ და ასეთმა არგუმენტმა შეიძლება უარყოფითად იმუშაოს ასადზე, ამბობს ჩეთამ ჰაუსის ინსტიტუტის პოლიტიკური ანალიტიკოსი ნადიმ შიჰადი.

ნადიმ შიჰადი: ასადისთვის ეს ხმალია ორი მახვილი ბოლოთი, რადგან თუ ისლამისტები შესუსტდებიან, მაშინ შემდეგ მისი მთავარი მესიჯი იქნება ის, რომ იგი ერთადერთი ალტერნატიული ლიდერია, რაც მის შესუსტებას ისედაც გამოიწვევს.


ლიბიაში ამბოხებას მოამარ კადაფის ხელისუფლებიდან წასვლა მოჰყვა 2011 წელს. მუსლიმთა საძმოს და სამართლიანობის და კონსტრუქციულობის პარტიის ერთობლივი ბლოკი პარლამენტში ყველაზე ძლიერი ძალა გახდა. თუმცა ლიბიის პრემიერ-მინისტრმა ქაიროში განვითარებულ მოვლენებზე დამოუკიდებლად ფრთხილი შეფასება გააკეთა.


მისი განცხადებით, ეგვიპტის მოსახლეობამ მიიღო პოლიტიკური გადაწყვეტილება და ის მათ არჩევანს ყოველთვის დაუჭერს მხარს.


ლიბია შეიარაღებულ დაჯგუფებებთან ბრძოლას განაგრძობს. ეს ძალები დემოკრატიის გზაზე ქვეყნის მშვიდობიან კურსს უქმნიან საფრთხეს. ამის შესახებ მაიკლ კლერკი საუბრობს.


მაიკლ კლერკი: ეს მდგომარეობა ისევ გაგრძელდება. ეგვიპტეში მეორე რევოლუცია მოხდება. რევოლუცია, რომელიც ლიბიის ბორბალზე დატრიალდება. ეს გადამდები აღმოჩნდება ახლო აღმოსავლეთის სხვა ქვეყნებისთვისაც.


ტუნისის მმართველი, ენაჰდას პარტია მუსლიმთა საძმოს მხარდამჭერი ძალაა. თუმცა პარტიის მაღალჩინოსნები აცხადებენ, რომ ტუნისში არსებული შეჯერებული პოზიციით და პარტიის შიდა კონსულტაციებით მეშვეობით, შესაძლებელი გახდა კონსტიტუციის დამტკიცება.


თურქეთი იყო ერთ-ერთი პირველი, რომელმაც მძაფრად გააკრიტიკა ეგვიპტის სამხედროების ქმედება. ანალიტიკოსები ამბობენ, რომ პრეზიდენტ მორსის სახით თურქეთის მმართველმა პარტიამ ძლიერი მხარდამჭერი დაკარგა. თურქეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა აჰმედ დავუთოღლუმ ერთმნიშვნელოვნად განაცხადა.


აჰმედ დავუთოღლუ: მორსი, რომელიც პრეზიდენტი დემოკრატიული არჩევნების გზით გახდა, ეგვიპტური არმიის მიერ განხორციელებული სახელმწიფო გადატრიალების გზით დაამხეს.

თუმცა თურქეთისგან განსხვავებით ეგვიპტეში განვითარებულ მოვლენებს საუდის არაბეთში და სუდანში კმაყოფილებით შეხვდნენ, აცხადებს მაიკლ კლერკი.


მაიკლ კლერკი: მორსის დამხობა, მისი ჩამოგდება შენიღბულ სიამოვნებას წარმოადგენს მათთვის. ეს სადღაც შეურაცყოფას აყენებს ყატარს , რომელიც მორსის ხელისუფლებას მხარს უჭერდა და საკმაოდ დიდ ფინანსებსაც ხარჯავდა.


ამ რეგიონალური ძალაუფლების ჭიდილის ფონზე, ისრაელი ეგვიპტეში არსებულ ვითარებას ფრთხილად აკვირდება, ამბობს ჩეთამ ჰაუსის წარმომადგენელი ნადიმ შიჰადი.


ნადიმ შიჰადი: ცხადია, რომ სამხედროები მოვიდნენ ხელისუფლებაში, რომელთაც არაბეთის და ისრაელის კონფლიქტში სერიოზული როლი აქვთ და ძალაუფლებას ინარჩუნებენ. ასე რომ ისინი ამის გამოც უნდა იჩენდნენ წინდახედულებას.

ანალიტიკოსები ამბობენ, რომ იზრდება საშიშროება რომ ისრაელის ცალმხრივი ქმედება ნებისმიერი მუქარის საპასუხოდ, რეგიონში სერიოზულ არეულობას გამოიწვევს.
XS
SM
MD
LG