ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ანკარა ოპოზიციური გამოცემის ჟურნალისტებს საპატიმროში ტოვებს


თურქეთის საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, ოპოზიციური გამოცემის 12 ყოფილი თანამშრომელი, ამჟამად ბრალდებულები და პატიმრები, უნდა გათავისუფლდნენ. თუმცა, სასამართლომ მათი პატიმრობის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა და გაამართლა მხოლოდ მე-13 განსასჯელი, ჟურნალისტი კადრი გურსელი. თურქეთის უმაღლესმა სააპელაციო სასამართლომ სექტემბერში გამოტანილი გადაწყვეტილების თანახმად, თქვა, რომ 13 განსასჯელი უნდა გამართლებულიყო.

პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოღანის აქტიური კრიტიკოსების, გამოცემა "ქუმჰურიეტის" 14 თანამშრომელს პატიმრობა 2018 წლის აპრილში მიესაჯა. მათ ბრალი ტერორიზმში ედებოდათ. ხელისუფლება მათ ქურთისტანის მშრომელთა პარტიისა და ხალხის გამათავისუფლებელი რევოლუციური ფრონტის სამხედრო დაჯგუფების, ასევე ამერიკაში მცხოვრები მუსლიმი სასულიერო პირის ფეტჰულა გიულენის მხარდამჭერებად მიიჩნევს. გიულენს 2016 წლის ამბოხის მოწყობის მცდელობა ედება ბრალად, თუმცა სასულიერო პირი ამ მოვლენებთან ნებისმიერ კავშირს უარყოფს.

"ქუმჰურიეტის" კიდევ ერთი თანამშრომელი, მე14 განსასჯელი, პროფესიით ბუღალტერი, ემრე იპერი გასულ თვეში გაათავისუფლეს. მაგრამ, მისი საქმე ჯერ კიდევ განიხილება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG