ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თურქეთიდან ამერიკის მოქალაქე დაადეპორტეს


თურქეთი ამბობს, რომ ქვეყნიდან გააძევა და ამერიკაში გააგზავნა ამერიკის მოქალაქე, რომელიც ტერორისტული ორგანიზაცია "ისლამური სახელმწიფოს" წევრობაშია ეჭვმიტანილი.

თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ 39 წლის მუჰამედ დარვის ბი რეპატრირებულია თურქეთსა და საბერძნეთს შორის ნეიტრალურ ტერიტორიაზე რამდენიმე დღიანი ყოფნის შემდეგ.

მინისტრმა ასევე განაცახდა, რომ თავიდან ამერიკა ამ პიროვნების მიღებაზე უარს აცხადებდა, თუმცა მოგვიანებით დათანხმდა თურქეთს.

მისი ამერიკისთვის გადაცემა მას შემდეგ მოხდა, რაც ვაშინგტონში თურქეთისა და ამერიკის პრეზიდენტები ერთმანეთს შეხვდნენ.

თურქეთმა ცოტა ხნის წინ ახალი კამპანია დაიწყო. ისინი ე.წ. "ისლამური სახელმწიფოს" წევრებს, რომლებიც თურქეთში ან სირიაში არიან დაკავებულები, საზღვრებს მიღმა, იმ ქვეყნებში აგზავნიან, რომლის მოქალაქეებიც არიან.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG