სტამბოლში, თურქეთის სასამართლომ, შეერთებული შტატების საკონსულოს თურქ თანამშრომელს, წინასწარი დაკავება შინაპატიმრობით შეუცვალა. მიზეზად მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დასახელდა.
სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილებით, ნაზმი მეთე ჩანტურქს, საბოლოო განაჩენის გამოტანამდე, ქვეყნის დატოვება ეკრძალება. ჩანთურქს ცოლთან და ქალიშვილთან ერთად, ბრალად ედება შეერთებულ შტატებში მცხოვრებ, თურქ სასულიერო პირ - ფეთულა გიულენთან - თანამშრომლობა. ანკარა გულენს 2016 წლის სახელმწიფო გადატრიალების ჩაშლილი მცდელობის ორგანიზატორად მიიჩნევს. გიულენი ბრალდებას უარყოფს.
ჯეფრი ჰანოვერი, ამერიკის შეერთებული შტატების უმაღლესი დიპლომატი თურქეთში, მიესალმა ჩანთურქის გათავისუფლებას. ჰანოვერის განცხადებით, ამერიკა ვერ ხედავს საელჩოს თანამშრომლის მიმართ ანკარის მიერ წაყენებული ბრალდების გამამყარებელ მტკიცებულებებს. ის თურქეთის სასამართლოს მისი თანამშრომლის წინააღმდეგ დაწყებული საქმის სწრაფად დასრულებისკენ მოუწოდებს.
Facebook Forum