ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თურქეთში ამერიკელ მღვდელს 35 წლიანი პატიმრობა ემუქრება


ენდრიუ ბრანსონი და მისი ცოლი
ენდრიუ ბრანსონი და მისი ცოლი

ამერიკელი მღვდელი, რომელიც 2016 წლის დეკემბრიდან თურქეთში პატიმრობაში იმყოფება, დღეს სასამართლოს წინაშე წარსდგა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მას 35 წლიანი პატიმრობა ემუქრება.

ამერიკელ მღვდელ ენდრიუ ბრანსონს ბრალი აქვს წაყენებული „ტერორისტული ჯგუფების წევრობის გარეშე, მათი სახელით დანაშაულის ჩადენაში“ და „ჯაშუშობაში“. ის წელიწადზე მეტი ხნის წინ დააპატიმრეს, კანონგარეშედ გამოცხადებულ ქურთულ მეამბოხე ჯგუფთან და ასევე, გაძევებულ მუსლიმ სასულიერო პირ, ფეტულა გულენის მიმდევრებთან სავარაუდო კავშირების გამო. გულენი თურქეთს ტერორისტად ჰყავს გამოცხადებული.

ბრანსონმა ყველა ბრალდება უარყო. შეერთებულმა შტატებმა თურქეთს მისი გათავისუფლება არაერთხელ სთხოვა. მათ შორის იყო პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მოთხოვნა მღვდელი „სასწრაფოდ“ შინ დაებრუნებინათ.

სექტემბერში, თურქეთმა განაცხადა, რომ ბრანსონს გულენის ექსტრადიციის სანაცვლოდ გაათავისუფლებდა, რომელიც პენსილვანიაში ცხოვრობს.

ბრანსონი, მეუღლესთან ერთად, თურქეთში, ქალაქ იზმირში, 23 წლის განმავლობაში ცხოვრობდა და ქრისტიანული ეკლესიის მოძღვარი იყო.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG