ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ვაშინტონსა და ანკარას შორის კრიზისი შესაძლოა გაღრმავდეს


თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოღანი და ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი

ანკარასა და ვაშინგტონს შორის ურთიერთობა მას შემდეგ დაიძაბა, რაც შეერთებულმა შტატებმა თურქეთის მოქალაქეებისთვის არასაიმიგრაციო ვიზების გაცემის დროებით შეწყვეტის გადაწყვეტილება გამოაცხადა. თურქეთმა ამერიკის გადაწყვეტილებას საპასუხო ნაბიჯით უპასუხა. დიპლომატიურმა უთანხმოებამ თურქეთის ფინანსურ ბაზარზე იქონია გავლენა. მიმომხილველები შიშობენ, რომ მიმდინარე დაძაბულობა შესაძლოა გრძელვადიან უთანხმოებაში გადაიზარდოს.

მაშინაც კი როდესაც ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები ყველაზე დაბალ ნიშნულზე იყო, მსგავსი ინციდენტი არ მომხდარა, ეს ძალიან სერიოზულია
ჩენგიზ აქტარი

„მაშინაც კი როდესაც ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები ყველაზე დაბალ ნიშნულზე იყო, მსგავსი ინციდენტი არ მომხდარა, ეს ძალიან სერიოზულია,“ ამბობს პოლიტოლოგი ჩენგიზ აქტარი.

უთანხმოება გასულ კვირას თურქეთის მიერ მეტინ ტოპუზის, ამერიკის საელჩოს ადგილობრივი თანამშრომლის დაკავების შემდეგ წარმოიშვა. თურქეთი ტოპუზს ტერორიზმში და ფეტულა გულენის მოძრაობასთან კავშირში დებს ბრალს. აგულენი, რომელიც ამერიკაში მცხოვრები თურქი სასულიერო პირია, თურქეთის მთავრობა გასული წლის გადატრიალების მცდელობის მომზადებაში ადანაშაულებს.

ორშაბათს თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ამერიკის ელჩის მოადგილე სამინისტროში გამოიძახა და მისგან ვაშინგტონის მიერ ვიზებზე აკრძალვის გადაწვეტილების „სასწრაფო გაუქმება“ მოითხოვა.

ამასთან, უმიტ იალჩინი, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ამერიკის ელჩს ჯონ ბასს ტელეფონით ესაუბრა.

უკანასკნელი პერიოდის განმავლობაში, მმართველმა სამართლიანობის და განვითარების პარტიამ ჯონ ბასის წინააღმდეგ რიტორიკა გაამწვავა. პარტიის თავმჯდომარის მოადგილემ ჰამზა დაგმა განცხადებით „წადი, დაგვტოვე,“ ბასს თურქეთის დატოვებისკენ მოუწოდა. აღსანიშნავია, რომ ჯონ ბასი თურქეთში ამერიკის ელჩის პოზიციას როტაციის პრინციპით მალე დატოვებს. თურქეთამდე ის საქართველოში მსახურობდა ამერიკის ელჩად, მისი შემდეგი პოსტი კი, სავარაუდოდ, ავღანეთი იქნება.

ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა შესაძლოა კიდევ უფრო გამწვავდეს გამომდინარე იქიდან, რომ სტამბოლის გენერალური პროკურორის ოფისმა სტამბოლში მდებარე ამერიკის საკონსულოს კიდევ ერთ ადგილობრივ თანამშრომელზე უკვე გასცა დაკავების ორდერი. ადგილობრივ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, თურქმა სამართალდამცავებმა მისი ოჯახის წევრები უკვე დააკავეს.

თურქეთი ამერიკის ადმინისტრაციიდან ბევრ რამეს ითხოვს. ეს კრიზისი ამ უკვე არსებული პრობლემების ერთიანობაა
ჩენგიზ აქტარი

„კრიზისი ახალ ეტაპზე გადავიდა ანკარასა და ვაშინგტონს შორის მზარდი უთანხმოების კვალდაკვალ,“ ამბობს აქტარი. „თურქეთი ამერიკის ადმინისტრაციიდან ბევრ რამეს ითხოვს. ეს კრიზისი უკვე არსებული პრობლემების ერთიანობაა,“ თქვა მან.

პოლიტიკური შტრიხები

ანკარას აღიზიანებს ვაშინგტონის მიერ ფეტულა გულენის ექსტრადიციის დაყოვნება, რომლის მიმდევრებსაც გასული წლის გადატრიალების მცდელობაში სდებენ ბრალს. ვაშინგტონი ამბობს, რომ ექსტრადიცია სასამართლოს განსახილველი საკითხია. თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეპ ტაიპ ერდოღანი მიიჩნევს, რომ ეს ვაშინგტონის მიერ თავის გამართლების მცდელობაა. მისი თქმით, თურქეთმა ვაშინგტონს ბევრი პირი გადასცა მათი მოთხოვნის შესაბამისად.

დაპირისპირებას ასევე ემატება სამთავრობო მედიის მიერ გავრცელებული ეჭვები, რომ გასული წლის გადატრიალების მცდელობაში ვაშინგტონიც მონაწილოებდა. თუმცა ამერიკა კატეგორიულად უარყოფს ამ ბრალდებას. ამერიკის ადმინისტრაციაში ფიქრობენ, რომ თურქეთის მიერ ამერიკის დიპლომატიურ კორპუსში მომუშავე პირების დაკავება პოლიტიკურად არის მოტივირებული.

გადატრიალების მცდელობასთან კავშირში თურქეთმა ამერიკის 11 მოქალაქე დააკავა. მათ შორის, ენდრიუ ბრუნსონი, პროტესტანტი მღვდელი, რომელიც განაჩენს პატიმრობაში უკვე ერთი წელია ელოდება.

ერდოღანმა გასულ კვირას ბრუნსონის დაკავება გულენის საქმეს დაუკავშირა. „ისინი [ვაშინგტონი] ითხოვენ სასულიერო პირის დაბრუნებას. თქვენც გყავთ ჩვენი ერთი სასულიერო პირი [გულენი]. გადმოგვეცით ის,“ 28 სექტემბერს პრეზიდენტის სასახლეში გამოსვლისას განაცხადა ერდოღანმა.

ისინი [ვაშინგტონი] მოითხოვენ პასტორის დაბრუნებას. თქვენც გყავთ ჩვენი ერთი პასტორი [გულენი]. გადმოგვეცით ის.
რეჯეპ ტაიპ ერდოღანი

ნატოს ამ ორ მოკავშირეს შორის არსებული დაძაბულობა ამ დრომდე საჯაროდ არ განიხილებოდა. ერდოღანთან შეხვედრისას, გასულ თქვეს, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ დღეს ორი ქვეყანა ყველაზე უფრო ახლოს დგას. „ჩვენ ახლა ყველაზე უფრო ახლოს ვართ ერთმანეთთან. ის [ერდოღანი] მსოფლიოს ძალიან რთულ ნაწილს მართავს. სიმართლე გითხრათ კარგად გამოდის,“ თქვა ტრამპმა.

მჭიდრო კავშირები

ამერიკასა და თურქეთს შორის განხეთქილების გასაჯაროებამ, თურქეთის ფინანსურ ბაზრებზე შოკის ეფექტი იქონია - როგორც ლირამ, ასევე ფინანსურმა ბაზარმა საგრძნობი ვარდნა განიცადა.

ვაშინგტონის დილემა მდგომარეობს იმაში თუ როგორ აიცილოს თავიდან თურქეთის მოსკოვის ორბიტაზე მოქცევა
ჩენგიზ აქტარი

„ამერიკის გადაწყვეტილება თურქეთის წინააღმდეგ, რომ არ გასცეს ვიზები მოვლენების ძალიან ცუდი განვითარებაა,“ წერს თურქეთის ბიზნესის და ინდუსტრიის ასოციაცია, რომელიც ქვეყანაში წამყვან ბიზნესებს აერთიანებს. “კრიზისი უნდა განიმუხტოს, რათა ორმხრივი ნდობა ადგეს და კონსტრუქციული დიალოგი შედგეს იმისთვის, რომ ამან არ ავნოს ორმხრივ ურთიერთობებს. უთანხმოებები რაც შეიძლება სწრაფად უნდა იქნას მოგვარებული,“ ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.

თურქეთის სტრატეგიული გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე და იმის გათვალისწინებით, რომ ქვეყანა რეგიონში ამერიკის ყველაზე დიდ ინჩირლიკის ბაზას მასპინძლობს, სიტუაციის განმუხტვა ორივე ქვეყნის ინტერესშია. „თურქეთი და ამერიკა სტრატეგიულად ისე არიან გადახლართული, რომ ამ ეტაპზე ძალიან რთული იქნება მათი განცალკევება,“ ამბობს “Al Monitor”-ის მიმომხილველი სემიჰ იდიზი.

თურქეთი და ამერიკა სტრატეგიულად ისე გადახლართულნი არიან, რომ განცალკევება ძალიან რთული იქნება ამ ეტაპზე
სემიდ იდიზი

კრიზისს შესაძლოა გრძელვადიანი შედეგები მოჰყვეს. „მე ვფიქრობ ამერიკა რეგიონში თანამშრომლობას აფასებს. კამათელს აგორებს, თუმცა, მიუხედავად იმისა, ეს დემოკრატები არიან თუ რესპუბლიკელები, არცერთი მხარე არ მიიჩნევს თურქეთს, როგორც სანდრო პატნიორს,“ ამბობს აქტარი. „თუმცა ვაშინგტონის დილემა მდგომარეობს იმაში, თუ როგორ აიცილოს თავიდან თურქეთის მოსკოვის ორბიტაზე მოქცევა,“ დასძინა მან.

მიმომხილველები ფიქრობენ, რომ არსებული სიტუაციით მხოლოდ ერთი მოთამაშე, პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი სარგებლობს, რომელიც დიდი ხანია აკვირდება თურქეთის ურთიერთობას ნატოს მოკავშირე სახელმწიფოებთან.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG