ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბევრ სირიელ ლტოლვილს, ერდოღანის ოპოზიციის მიუხედავად, თურქეთში დარჩენა სურს


თურქეთის პრეზიდენტს ქვეყანაში მყოფი ორი მილიონი სირიელი ლტოლვილის შინ დაბრუნება სურს. რეჯებ ტაიპ ერდოღანის გეგმით, ეს ადამიანები, სირიის ჩრდილოეთში თურქეთის შეჭრის შემდეგ, სამხედროების მიერ შექმნილ "უსაფრთხო ზონებში" უნდა დაბრუნდნენ.

ორგანიზაცია "საერთაშორისო ამნისტია" თურქეთს უკვე ბრალად სდებს არაერთი სირიელი ლტოლვილის სირიაში იძულებით დეპორტაციას. სტამბოლის პოლიცია, კი ამ ფონზე აკავებს უსაბუთო იმიგრანტებს.

საზოგადოებაში ერდოღანის გეგმის მიმართ უკმაყოფილება იზრდება. ქვეყანაში ეკონომიკური ვითარება გაუარესდა. თურქებს არასახარბიელო დამოკიდებულება აქვთ ლტოლვილების რიცხოვნობის მატებასთან დაკავშირებითაც. ამ ფონზე, თურქეთში სირიელი ლტოლვილების მდგომარეობა, სავარაუდოდ, არ გაუმჯობესდება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG