ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ-ს დემოკრატიის ფონდი 30 წლის იუბილეს აღნიშნავს


ფონდის მიერ მოზიდული თანხები მსოფლიოში სამოქალაქო და დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებას ხმარდება

ბმული

დემოკრატიის და თავისუფლების განმტკიცების საკითხში შეერთებული შტატების მხარდაჭერის ერთ-ერთი გზა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებაა.

30 წლის წინ შეერთებული შტატების კონგრესმა მიიღო კანონი, რომლის თანახმად დემოკრატიის ეროვნული ფონდის დაფინანსება ხდება. ეს არის კერძო, არაკომერციული ორგანიზაცია, რომელიც გადასახადების გადამხდელი პირებისგან ფინანსდება. ფონდის მიერ მოზიდული თანხები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებას ხმარდება.
ამერიკის დემოკრატიის ეროვნული ფონდის 30 წლის იუბილეზე შეერთებული შტატების სენატორმა რობერტ მენენდესმა განაცხადა, რომ ფონდის მიზანს დემოკრატიის შემადგენელი მრავალი სეგმენტის განვითარება წარმოადგენს, მათ შორის არის არჩევნებიც, თუმცა აქ ფონდის მოქმედება ლიმიტირებულია.

რობერტ მენენდესი: დემოკრატიის საფუძველი კანონის უზენაესობას, ძლიერ მუშა-ხელს, კერძო სექტორის გაჯანსაღებას, და თავისუფალი მედიის გაძლიერებას ემყარება.

დემოკრატიის ეროვნული ფონდი ორი მიმართულებით მუშაობს, აცხადებს კონგრესმენი ედ როისი.

ედ როისი: ფონდის ერთ-ერთი მიმართულება სამოქალაქო ინსტიტუტების შექმნაა და იდეების მოზიდვა რათა ორგანიზაციამ უფლებამოსილების განხორციელება შეძლოს.

სენატორი ჯონ მაკეინი აცხადებს, რომ ეს ღირებულებები ყველასთვის საერთოა.

ჯონ მაკეინი: არ მგონია რომ შეიძლება ჩაახშოთ ჭეშმარიტი მისწრაფებები, რომელიც საერთოა კაცობრიობისთვის.

ამერიკელმა კონგრესმენმა დევიდ პრაისმა განაცხადა, რომ დემოკრატიის ფონდის მთავარი მიმართულებები სამოქალაქო ღირებულებებს ეფუძნება, „ ამ კუთხით მუშაობა მუდმივად მიმდინარეობს, და ხალხის ინტერესს ემსახურება.“

დევიდ პრაისი: ადამიანური ღირსების საერთო ელემენტს ნებისმიერი შეხედულების მოსმენა წარმოადგენს. უნდა არსებობდეს ინსტიტუტები, რომელთა ფუნქციაც არჩევნებიდან არჩევნებამდე საზოგადოებაში არსებული წინააღმდეგობების და ინტერესების გათავლისწინებაა.

შეერთებული შტატები და დემოკრატიის ეროვნული ფონდი მსოფლიოში ამ პრინციპების ერთგული და მხარდამჭერია.
XS
SM
MD
LG