ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ სირიის ოპოზიციის მხარდაჭერას აორმაგებს


არ არის გამორიცხული სირიის ოპოზიციამ დასავლეთის ქვეყნებისგან სამხედრო დახმარებაც მიიღოს

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი აცხადებს რომ, ვაშინგტონის დახმარება სირიის ოპოზიციისთვის გაორმაგდება და მთლიანობაში 123 მილიონი იქნება გამოყოფილი. ეს განცხადება მან სხვადასხვა ერების წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა, როდესაც ოპოზიციის და სირიის პრეზიდენტის ბაშარ ალ-ასადის თითქმის სამწლიან ომს შეეხო.

სტამბოლში, სირიის თერთმეტი მეგობარი ქვეყნის შეხვედრაზე, ერთობლივი განცხადება მიიღეს, სადაც გამოთქმულია დიდი შეშფოთება და განაჩენი სირიის კონფლიქტის გამო სირიის სასტიკ რეჟიმთან დაკავშირებით. თუმცა შაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ განაცხადა რომ, ის საკითხის პოლიტიკური მოგვარების მომხრეა.

ჯონ კერი: კმაყოფილი ვარ იმით, რომ საუბარი ამ თემაზე მოკავშირე ქვეყნებთან ერთად ისევ გაგრძელდა . ისინი იზიარებენ მოსაზრებას რომ ხელისუფლების მშვიდობიანი გადაბარება უნდა მოხდეს. ეს ყველასთვის პრიორიტეტული საკითხია.

შეხვედრის მონაწილე ქვეყნები მიესალმნენ სირიის ოპოზიციის განცხადებას, სადაც პირობა დადეს რომ არ დაიწყებენ სამაგიეროს გადახდას პოსტ-ასადისეულ სირიაში, და რომ მომავლის სირიაში სიტყვის თავისუფლება და დემოკრატია იქნება. მათ ასევე დააფიქსირეს რომ, ოპოზიციის ექსტრემიზმის წინააღმდეგ არიან. ასევე დასავლეთის ქვეყნების მხრიდან იზრდება უკმაყოფილება სირიის ოპოზიციის მეამბოხეთა ჯგუფებში ალ-ყაიდასთან დაკავშირებულ მებრძოლებთან დაკავშირებით.

შეხვედრაზე გაამართლეს სირიის ოპოზიციის მოწოდება სამხედრო ჩარევის შესახებ და ემბარგოს მოხსნა იარაღზე მათი დახმარების მიზნით. რამდენიმე დასავლური ქვეყანა, მათ შორის შეერთებული შტატები ამ ნაბიჯის წინააღმდეგ არიან, რადგან შიშობენ რომ იარაღი შესაძლოა რადიკალურად განწყობილი ჯგუფების ხელში აღმოჩნდეს. სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ დაადასტურა ამერიკის მზადყოფნა არალეტალური დახმარების თაობაზე, თუმცა არ გამორიცხა ამ დამოკიდებულების შეცვლა იმ შემთხვევაში, თუკი კონფლიქტის დასრულების მიზნით გადადგმულმა პოლიტიკურმა მიდგომამ არ გაამართლა.

ჯონ კერი: ყველა ვინც მოწადინებულია რომ გააგრძელოს სირიის ოპოზიციის დახმარება - უახლოეს დღეებში საჭირო იქნება, რომ გაკეთდეს დამატებითი განცხადებები უფრო კონკრეტულად იმასთან დაკავშირებით თუ რა სახის დახმარებაზეა საუბარი.

შეხვედრის მონაწილე ქვეყნების მიერ განხილულ იქნა ნაბიჯები, იმისათვის რომ გამყარდეს ლეგიტიმაცია რომლის საფუძველზეც მოხდება სირიის ოპოზიციის მხარდაჭერა. ასევე გაკეთდა განცხადება რომ ყველა ჰუმანიტარული დახმარება მომავალში სირიის თავისუფალ არმიას უფასოდ გადაეცემა.
XS
SM
MD
LG