ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პრეზიდენტ ობამას ახალი გამარჯვება


პრეზიდენტ ობამას ახალი გამარჯვება
პრეზიდენტ ობამას ახალი გამარჯვება

ბარაკ ობამა უახლოეს დღეებში იმ ოთხ შტატში ვიზიტს გეგმავს, რომლებშიც ორი წლის წინ არჩევნები მოიგო.

შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაკ ობამა ხელს აწერს 30 მილიარდიან პროგრამას,რომელიც მცირე ბიზნესის მწარმოებლებს სესხის მიღებაში დაეხმარება.

ორშაბათს პრეზიდენტმა ობამამ ხელი მოაწერა კანონპროექტს, რომლის მიხედვითაც მცირე ბიზნესის მწარმოებლებს გადასახადები შეეკვეცებათ, რითაც მათ საქმიანობას წარმატებას მოუტანს.

პრეზიდენტმა ობამამ ახალ კანონს განსაკუთრებული შეფასება მისცა და აღნიშნა, რომ ამიერიდან მცირე ბიზნესის მწარმოებლებს სესხების აღების პროცედურა გაუიოლდებათ.

აღსანიშნავია ისიც , რომ ხუთი კვირით ადრე, პრეზიდენტ ობამას ეს მცირე გამარჯვება შუალედური არჩევნების შედეგებზე შესაძლოა დადებითად აისახოს.

„მთავრობა წარმატების სრულ გარანტიას ამ კანონის ამოქმედებით ვერ იძლევა, მაგრამ მცირე ბიზნესის მწარმოებლებს გარკვეული ბარიერები მოეხსნებათ იმისათვის, რომ სესხები აიღონ და საქმეში წარმატება მოიპოვონ. მთავრობას არ ძალუძს მილიონობით ახალი სამუშაო ადგილი შექმნას, დაასაქმოს ყველა ის ადამიანი, ვინც რეცესიის დროს სამუშაო ადგილი დაკარგა, მაგრამ მცირე ბიზნესის ხელშეწყობით უფრო მეტი ადამიანი დასაქმდება და ეს პრობლემაც თავისთავად მოგვარდება“ - განაცხადა პრეზიდენტმა ობამამ.

გარდა სესხების გაცემისა, კანონის მიღებით რვა საგადასახადო ბაჟი მოეხსნებათ მცირე ბიზნესის მწარმოებლებს, რაც თავისთავად მეტ ახალ სამუშაო ადგილს შექმნის. ამ კანონის მიღებით დემოკრატიულმა პარტიამ კონგრესში კიდევ ერთი პატარა გამარჯვება მოიპოვა. ბერნი ფრანკი კონგრესში მასაჩუსეტსის შტატის წარმომადგენელი დემოკრატია:

„მაშინაც კი, როცა ზოგიერთებს სურთ საქმე უარესად წავიდეს და გზას ყველანაირად გვიღობავენ, ძალას არ ვიშურებთ და ვაკეთებთ იმას, რაც ჩვენი ქვეყანას ყველაზე მეტად სჭირდება“

მაგრამ ოპოზიციურ რესპუბლიკელთა პარტიას ახლა მოახლოვებული არჩევნები უფრო მეტად აღელვებს და ახალი შერკინებისთვის ემზადება. ABC-თვის მიცემულ ინტერვიუში რესპუბლიკელმა სენატორმა მიჩ მაკკონელმა დაბეჯითებით განაცხადა, რომ ამერიკელები ხმას რესპუბლიკელებს აუცილებლად მისცემენ იმიტომ , რომ ისინი კონგრესში უმრავლესობით დაბრუნდნენ:

„მათ კარგად უწყიან, თუ რა გადაარჩენს ამერიკას, ცვლილებები სურთ და 2 ნოემბრის იმედიც აქვთ“

მიუხედავად რესპუბლიკელთა ოპტიმიზმისა, ერთერთმა რესპუბლიკელმა კონგრსმენმა მაიკ პენსმა ეიბისის კონფერენციაზე მაინც აღიარა, რომ რესპუბლიკელებს დიდი ძალისხმევა მართებთ იმისთვის, რომ ამერიკელთა ნდობა დაიბრუნონ:

„რესპუბლიკელებმა უმრავლესობა კონგრესში მარტო 2006 წელს როდი დავკარგეთ. საკუთარ პრინციპებს, ფისკალურ დისციპლინასა და რეფორმებს ჩვენ პირველად 1980 წელს ვუღალატეთ. ასე მოხდა 1994 წელსაც და ამერიკელმა ხალხმა ჩვენი ნდობა დაკარგა.“

მაგრამ ზოგიერთი რესპუბლიკელი ძველი ფასეულობების აღდგენას მაინც წინსვლასა და ახალი გამოწვევების დასახვას ამჯობინებს. რესპუბლიკელი კრის ვან ჰოლენი დარწმუნებულია, რომ არჩევნები დემოკრატების უპირატესობით დასრულდება:

„დემოკრატები თავიანთ საქმეს მშვენივრად ართმევენ თავს. ამიტომაც, არჩევანს ამერიკელები მაინც მათზე გააკეთებენ“

ნოემბრის შუალდურ არჩევნებამდე ხუთი კვირით ადრე, ორივე პარტიის წარმომადგენელები ეკონომიკის თემაზე არიან მობილიზებულნი. სტაბილური უმუშევრობა და ეკონომიკის გამო ამერიკელთა გულისწყრომა ანალიტიკოსებს აფიქრებინებს, რომ რესპუბლიკელები ამ არჩევნებში დიდი უპირატესობით გაიმარჯვებენ. თუმცა, მათ ამ მიზნის მისაღწევად დემოკრატ პრეზიდენტთანაც მოუწევთ ჭიდილი. ბარაკ ობამა უახლოეს დღეებში იმ ოთხ შტატში ვიზიტს გეგმავს, რომლებშიც ორი წლის წინ არჩევნები მოიგო.

XS
SM
MD
LG