ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ყარაბაღში თურქეთ-რუსეთის საერთო სამშვიდობო ცენტრის მშენებლობა დაიწყო


რამდენიმე საათის წინ სომხეთმა აზერბაიჯანს ლიჩინის რეგიონი გადასცა დღეს კი ცნობილი გახდა, რომ ყარაბაღში რუსულ-თურქული სამშვიდობო ცენტრის მშენებლობა დაიწყო. ინფორმაცია ცენტრის მშენებლობასთან დაკავშირებით ოფიციალურმა ანკარამ გაავრცელა.

როგორც თურქეთის თავდაცვის მინისტრი ჰულუს აკარი ამბობს, ცენტრი ანკლავში ცეცხლის შეწყვეტის მონიტორინგის პროცესში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს. "ცენტრი ძალიან მალე დაიწყებს ფუნქციონირებას,"- თქვა ანკარაში თურქეთის თავდაცვის მინისტრმა.

აზერბაიჯანმა და სომხეთმა გასულ თვეს მოაწერეს ხელი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას. ანკლავი საერთაშორისო დონეზე აზერბაიჯანის ტერიტორიად არის აღიარებული, თუმცა ადგილზე ძირითადად ეთნიკური სომხები ცხოვრობენ.

ნოემბერში დადებული შეთანხმების საფუძველზე რეგიონში პირველად შევიდნენ რუსი სამხედროები, რომლებმაც მშვიდობისმყოფელების ფუნქცია უნდა შეასრულონ, სამშვიდობო პროცესები მას შემდეგ დაიწყო რაც აზერბაიჯანმა ექვსკვირიან სამხედრო დაპირისპირებაში სომხეთის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიების დიდი ნაწილი დაიბრუნა.

"მიღწეულია შეთანხმება და არანაირი დაბრკოლება არ არსებობს. შეიქმნება ერთობლივი სადამკვირვებლო ცენტრი, მისი მშენებლობა უკვე დაიწყო და ჩვენი კოლეგები ადგილზე ძალიან მალე ჩავლენ და დაიწყებენ მუშაობას,"- ამბობს თურქეთის თავდაცვის მინისტრი.

თურქეთი ღიად უჭერს მხარს აზერბაიჯანს მთიანი ყარაბაღის საკითხში. ანკარამ შემოდგომაზე სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამხედრო დაპირისპირების გამო ეუთო გააკრიტიკა და მათ უფრო აქტიური მუშაობისკენ მოუწოდა. მინსკის ჯგუფის ფორმატში აზერბაიჯანი და სომხეთი წლების განმავლობაში მართავენ სამშვიდობო შეთანხმებას, ჯგუფს ამერიკის შეერთებული შტატები, საფრანგეთი და რუსეთი ხელმძღვანელობენ.

ცოტა ხნის წინ საფრანგეთმა ოფიციალურად თქვა, რომ სურთ ოფიციალურად ჩაერთონ დადებულ შეთანხმებაში და მოახდინონ კონტროლი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ დადებული შეთანხმების. საფრანგეთში 400 000-დან 600 000-მდე ეთნიკურად სომეხი ადამიანი ცხოვრობს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG